ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა პოლიციის ძაღლმა რეციდივისტების გაცინება

481

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი ერთ საინტერესო ისტორიას გვიამბობს.

ეს სასაცილო ამბავი მამაჩემმა მიამბო. ეს ყველაფერი ერთ-ერთ სამუშაო დღეს მოხდა. ამბავი რეალურია და გამოგონილი არაფერი არ არის. მამაჩემი იმ დროს პოლიციაში მუშაობდა. იმ დღეს მას და მის პარტნიორებს დამნაშავეების აყვანის დავალება მიეცათ. ვინაიდან საქმე სერიოზული და საშიში იყო, დანიშნულების ადგილზე ბევრი პოლიციელი გაგზავნეს. მათთან ერთად იყო კინოლოგი და უზარმაზარი გერმანული ნაგაზი, სახელად დუბლონი.

მივედით, ზარი დავრეკეთ, კითხვაზე „ვინ არის?“, ჩვეულებისამებრ, ვუთხარით, რომ ბინათმომსახურების სამსახურიდან ვიყავით. კარები გაიღო, მაგრამ რაღაც სხვაგვარად წარიმართა. დუბლონი ოთახში შევარდა და ოპერაციის მონაწილეების დარბევა დაიწყო. მისთვის დაბრკოლებად მხოლოდ მსუქანი ჟენია იქცა, მაგრამ ძაღლი არ ნებდებოდა და მტკიცედ იწევდა წინ. ჟენია არ დაბნეულა და უშიშარ დუბლონს ზურგზე შეაჯდა. ასე შევარდნენ ისინი ოთახში, სადაც დამნაშავეები იმყოფებოდნენ: თავის “საომარ ცხენზე” ამხედრებული ჟენია, იგინებოდა და ტაბელურ იარაღს იქნევდა.

მამაჩემი ამბობს, რომ არასოდეს უნახავს, რომ დაკავებისას ბანდიტებს ამდენი ეცინათ. პოლიციელებს ხელბორკილების გამოყენებაც კი არ დასჭირდათ.