ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული

106

ნამდვილ სიყვარულს ცხოვრებაში ყველა ადამიანი ვერ შეიცნობს, მაგრამ ყველა ცდილობს იპოვნოს ზუსტად ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მოუნდება. ხვდები ადამიანს, ჩნდება სიმპათია და ფიქრობ: ”დიახ, ეს ის არის”, მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება და ხვდები, რომ ცდებოდი და ისევ იწყებ ძებნას.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანს შეუძლია 7-ჯერ შეუყვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინოს ან მიხვდეს, რომ აი, თურმე ვინ არის მისი მეორე ნახევარი. ზოგჯერ, პირველად შეყვარებისას, ადამიანი შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ ეს მისი მეორე ნახევარია. და ბევრი, ვინც სხვას შეხვდა, მაინც პოულობს პირველ სიყვარულს და კავშირს აძლიერებს.

გთავაზობთ 8 რეალურ ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც უყვარდათ.

ცხოვრებისეული ისტორიები ნამდვილ გრძნობებზე

1. ერთხელ მივხვდი რა არის სიყვარული და როგორ უნდა გიყვარდეს ქალი. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. გზაზე ერთი ბებო მიდიოდა, რომელსაც ხელში ორი დიდი პარკი ეჭირა. თავიდან ვიფიქრე, რომ უბრალოდ გავივლიდი, მაგრამ მერე რაღაც ვიგრძენი და დავბრუნდი. პარკები გამოვართვი და სახლამდე მიტანაში დავეხმარე. ბებომ მადლობა გადამიხადა, მაგრამ მთხოვა, რომ პარკები ეზოშიც შემეტანა.

შორს არ იყო წასასვლელი, ამიტომ დავთანხმდი. პაკეტები რომ შევიტანე, დავინახე, რომ ჩემკენ მოხუცი მამაკაცი მოდიოდა, თურმე მისი ქმარი იყო. ის ბრმა იყო, მაგრამ მაინც, ყოველ ჯერზე, თავის საყვარელ ადამიანს სადარბაზოსთან ხვდებოდა.

ამის მერე გავიფიქრე, რომ როდესაც შეყვარებული კუთხის მაღაზიაში პურზე წასვლას მთხოვს, უარს ვეუბნები, რადგან უბრალოდ მეზარება.

2. პეტერბურგში ბინა ვიყიდეთ, გადავედით, რემონტი დავიწყეთ და იატაკის ჩაღრმავებაში ცოლის ქმრისადმი მიწერილი წერილების შეკვრა ვიპოვე. ის ქმარს ალყაში მოქცეულ ქალაქში ცხოვრების შესახებ სწერდა. ქმარი ომში იყო. ის წერდა, თუ როგორ უჭირდათ, მაგრამ ახსოვდათ და ელოდნენ ძვირფას ივანეს. ბოლოს კი დაწერა, რომ აღარ მისწერს, არ შეუძლია, რადგან ფანქარი გათავდა. ბოლოს კი მიაწერა: ”იცოდე, რომ სახლში გელოდებიან და ახსოვხარ!”

3. სკოლაში სწავლის პერიოდში, საშინელი დიაგნოზი დამისვეს – უშვილობა. გავიცანი გოგონა, ერთმანეთს ვხვდებოდით და კარგად ვუგებდით, მაგრამ როცა გადავწყვიტე, რომ მისთვის ჩემი ავადმყოფობის შესახებ მეთქვა, მან თვალები დააჭყიტა და უბრალოდ წავიდა. წელიწადნახევარი ერთად ვცხოვრობდით.

ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. რამდენიმე ხნის წინ ერთი გოგონა გავიცანი, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. ამჯერად გადავწყვიტე დიდი ხნით არ გადამედო და ყველაფერი მალევე მეთქვა. იმ დღეს სამსახურიდან შევხვდი, პარკში წავედით და ყველაფერი მოვუყევი. მან მხოლოდ გაიცინა და თქვა, რომ ბავშვის აყვანა ბავშვთა სახლიდანაც შეიძლებოდა.

4. დედაჩემი ცოტა ავადაა, ხანდახან გული აწუხებს. როდესაც მამაჩემი საქმეებზე მიემგზავრება, მე ყოველთვის მის გვერდით ვარ. იმ დღეს, როდესაც მამა უნდა დაბრუნდეს, ის დივანზე ჯდება და გაქვავებული სახით ზის, ლოყები კი გაწითლებული აქვს. თითქოს უდრეკი ქალია, სინამდვილეში კი მასში მღელვარება მძვინვარებს.

და აი, კარის ხმა ისმის, მამა შემოდის. დედა ხტება, ჩახუტებას და კოცნას იწყებს და ეუბნება, რომ მოენატრა და უყვარს. მამაც ეხუტება და ხელში იყვანს. მე კი განზე ვდგავარ და ჩემი მშობლების სიყვარულს ვუყურებ.

5. ჩემი მომავალი ქმარი ინტერნეტით გავიცანი, დიდხანს სკაიპში ვსაუბრობდით. ბევრჯერ მოვიწვიე სტუმრად, მაგრამ ის ყოველთვის უარს ამბობდა, რაღაც მიზეზებს პოულობდა. ვეღარ გავუძელი, ბილეთები ვიყიდე და მასთან გავფრინდი. სახლში შევედი და ვნახე, რომ ინვალიდის ეტლში იჯდა, მივხვდი, რატომ არ უნდოდა შეხვედრა. რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ, მერე კი მასთან გადავედი. ახლა ის ჩემი ქმარია.

6. სკოლას რომ ვამთავრებდი, ექიმებმა თავში სიმსივნე აღმომიჩინეს. თავში ყველაფერმა ძალიან სწრაფად გამიელვა. ავადმყოფობა, საავადმყოფო, ოპერაცია და შემდეგ სიკვდილი. ჩემს შეყვარებულს შევხვდი და ვუთხარი, რომ მივეტოვებინე და სხვა ჯანმრთელი გოგო მოეძებნა. მან მითხრა, რომ არასდროს მიმატოვებდა.

მთელი მკურნალობის განმავლობაში ის ჩემს გვერდით იყო. სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ცოლად მას გავყევი და მშვენიერი ქალიშვილი გვყავს.

7. სტუდენტობის წლებში კიევში ვსწავლობდი და შავი ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდი. თებერვალში ჩვენს ქალაქში თბილა, მსუბუქი პალტო და ფეხსაცმელი ჩავიცვი და სესიაზე გავეშურე. რომ მივედი უკვე ვიგრძენი, რომ ამინდის შესაბამისად არ ვიყავი ჩაცმული. მეორე დღეს საერთო საცხოვრებლიდან გამოსვლისას თოვლი დავინახე და თერმომეტრზე მინუს 26 გრადუსი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ინსტიტუტის კიბეებზე ჩემს ქმარს შევხვდი. თურმე მან ამინდის პროგნოზს დახედა და თბილი ტანსაცმელი მომიტანა.

8. შეყვარებულს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვხვდებოდი. მეგობრებთან ერთად საციგურაო მოედანზე ვსრიალებდით და როგორღაც ფეხი მოვიტეხე. საავადმყოფოში თაბაშირი დამადეს და სახლში დავბრუნდი. შეყვარებულმა დამირეკა და მითხრა, რომ მოვიდოდა, რათა სასეირნოდ წავსულიყავით. მე მას თაბაშირის შესახებ ვუთხარი. ამის შემდეგ ის აღარ გამოჩენილა.

გავიდა გარკვეული დრო და სხვა ბიჭთან დავიწყე მეგობრობა. ერთხელ კარგა ხანს ვისეირნეთ და გავცივდი. ყელი ისე მტკიოდა, რომ ლაპარაკი არ შემეძლო. ძალიან გამიკვირდა, როცა კარზე ზარის ხმა გავიგონე. ის მოვიდა და პროდუქტები მომიტანა. წვნიანი და ჩაი მომიმზადა. ჩემზე ყოველდღე ზრუნავდა.

ეს ისტორიები იმას მოწმობს, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. ზოგჯერ არ არის საჭირო პრინცებსა და პრინცესებზე ოცნება, საკმარისია გარშემო მიმოხედვა. შესაძლოა რჩეული გარეგნულად არ ბრწყინავდეს, მაგრამ შინაგანად ლამაზი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს