სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე – ამბობს კარლსონი დაძაბულ მომენტებში. მან ნამდვილად იცის, როგორ დამშვიდდეს ქურდებთან შეხვედრამდე. ალბათ, თქვენც გსურთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ მოულოდნელი შფოთვის მიუხედავად. Paparazzi თქვენს დახმარებას ჩქარობს.
როგორ დავმშვიდდეთ – პირველ რიგში, შეგახსენებთ პოპულარულ სუნთქვის ტექნიკას, რომელსაც „კვადრატს“ უწოდებენ. სუნთქვის ეს ტექნიკა დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
- სწორად და კომფორტულად დაჯექით. ფეხები იატაკზე ან მიწაზე მყარად უნდა დადოთ.
- 1–2–3–4 დათვლაზე ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ.
- სუნთქვა 4 დათვლაზე შეიკავეთ.
- ისევ გაიმეორეთ 1–2–3–4 და ნელა ამოისუნთქეთ.
- ისევ 4 დათვლაზე სუნთქვა შეიკავეთ.
ერთგვარი კვადრატი გამოდის. ვარჯიში გაიმეორეთ, სანამ სულიერი წონასწორობის აღდგენას არ იგრძნობთ.
ტალღები ზღვაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სულში – თუ ძალიან ნერვიულობთ, მნიშვნელოვანი საუბრის ან გამოსვლის წინ გამოიყენეთ შემდეგი ტექნიკა: ნელა და ღრმად ისუნთქეთ, ზედა სასას ენა 10–ჯერ გადაატარეთ. ასე დედამთილთან საუბრის წინ თავს დაიმშვიდებთ.
რა შუაშია ცერა თითი? გიამბობთ. ბევრი მომავალი დედა ინახავს ექოსკოპიის ამაღელვებელ ვიდეოს ან ფოტოს, სადაც ბავშვი მუცელში ცერა თითს წოვს. ნეონატოლოგი ლუდმილა დერგუნი განმარტავს, რომ ასე ბავშვი არა მხოლოდ საკუთარ თავს იმშვიდებს, არამედ ბევრი შინაგანი ორგანოს განვითარებას ინსტინქტურად ეხმარება. თითის წოვით სტიმულირებს მოხეტიალე ნერვს, რომელიც ტვინს ბევრ მნიშვნელოვან შინაგან ორგანოსთან აკავშირებს.
ტექნიკები სიმშვიდის დასაბრუნებლად – უფროსებისთვისაც კარგია რამდენიმე ტექნიკის შესწავლა, რომელიც მოხეტიალე ნერვის სტიმულაციისა და ნელი, ღრმა სუნთქვის დადებით შედეგთან კავშირშია. ამ ტექნიკების დახმარებით მშფოთვარე სიტუაციაში სწრაფად დამშვიდებას შეძლებთ.
როგორც ზემოთ მოცემული განმარტებებიდან ჩანს, ზოგჯერ მარტივი ქმედება დამშვიდებაში გვეხმარება. ცერა თითს სული შეუბერეთ. პულსოქსიმეტრი ავიღე და 30 წამით ცერა თითს სული შევუბერე. დიდად არ ვღელავდი და საერთოდ არ ვიყავი აღშფოთებული. მაგრამ რაც იყო, იყო: ექსპერიმენტის დაწყებამდე პულსი წუთში 90 დარტყმა იყო, ხოლო ნახევარი წუთის შემდეგ – 77. გამოდის, გულისცემის სიხშირე ნამდვილად იკლებს, როცა მშვიდად ვართ.
ბევრს ფრაქტალებზე ყურება ეხმარება. გეომეტრიის კურსიდან გვახსოვს, რომ ეს ფიგურაა, რომელსაც თვითმსგავსების თვისება აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კალეიდოსკოპის ნიმუში ბავშვობიდან და ღრუბლები ცაში და ხის ფოთლები. რაც უფრო მეტს უყურებთ ბუნების სასწაულებს, მით უფრო მშვიდდებით და შფოთვა იკლებს.
ყურების მასაჟი – ყურების ბიბილოების მასაჟი სცადეთ. ბიბილოს შიდა მხრიდან დაიწყეთ და ნელ–ნელა გარე მხარეს გადმოდით. ნაზად იმოძრავეთ, ზეწოლის გარეშე. 10 წუთი საკმარისია, რომ ენერგიით აივსოთ, თითქოს ფინჯანი ყავა დალიეთ.
მეტი გაიღიმეთ, როგორც არ უნდა ჟღერდეს. განა ღიმილის ძალა საკმარისია შფოთვის დასახშობად? – შეიძლება დაეჭვდეთ. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ძალა ეყოფა, არამედ განწყობა გაუმჯობესდება: უკუმოძრაობა იმუშავებს. სწორია არა მხოლოდ ის, რომ ადამიანი იღიმის, როცა კარგადაა, არამედ ის, რომ ადამიანი უკეთ ხდება, როცა იღიმის. მოკლედ, ხშირად გაიღიმეთ. კარგ განწყობას გისურვებთ!