ქირომანტმა სეანსის ფული არ გამომართვა, როცა ჩემს ხელზე სიყვარულის ხაზი დაინახა

1921

გიყვართ სხვადასხვა ტესტის შესრულება? მაშინ ეს თქვენთვისაა. ფსიქოლოგების თქმით, ასეთი ტესტი მაღალი სიზუსტით აჩვენებს, როგორია ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში. ამაში დაგეხმარებათ მისი პირადი ცხოვრების ხაზი (იგივე გულის ხაზი). უფრო ზუსტად, ერთდროულად ორი ხაზი, მარცხენა და მარჯვენა ხელებზე.

პირადი ცხოვრების ხაზი – დავიწყოთ. ხელისგულები ერთმანეთს მიადეთ ისე, რომ ნეკა თითების ფალანგებს შორის გრძივი ხაზები ერთ დონეზე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტი ზუსტი არ გამოვა. დააკვირდით, როგორ მდებარეობს პირადი ცხოვრების ხაზი (გულის ხაზი) მარჯვენა ხელზე იმავეს მიმართ მარცხენა ხელზე. შეგახსენებთ: გულის ხაზი ხელისგულზე ნეკა თითის ქვეშ იწყება და იუპიტერის ბორცვამდე საჩვენებელი თითის ქვეშ მთავრდება. ხედავთ? მაშინ შედეგების გაშიფვრაზე გადადით.

  • მარჯვენა ხელზე ხაზი უფრო დაბლაა, ვიდრე მარცხენა ხელზე – ეს ამტკიცებს, რომ სასიყვარულო ურთიერთობისკენ დიდად არ მიისწრაფვით. თქვენი აზრით, სიყვარული ბედნიერი ცხოვრების მთავარი კომპონენტი არაა. სერიოზული ურთიერთობის დაწყებისას სხვა ეროვნების და თქვენზე უმცროს პარტნიორს ირჩევთ. პასუხისმგებლიანი, თავდაჯერებული ხართ, რაც სირთულეების სწრაფად გამკლავებაში გეხმარებათ. თვალებით გიყვართ. საყვარელ ადამიანს ნაზი ზრუნვით ავსებთ, ოღონდ ერთი პირობით: თუ საპასუხო გრძნობებით გპასუხობთ.
  • ხაზები ერთ დონეზეა – ორივე ხელზე გულის ხაზი ერთ დონეზეა. პარტნიორისთვის ნამდვილი აღმოჩენა ხართ. პასუხისმგებლობის გრძნობა, სერიოზული ზრახვები, სიკვდილამდე ურთიერთობა – თქვენი ძლიერი მხარეებია. ამავდროულად, ყველაფრის რაციონალურად განხილვას და დაგეგმვას ცდილობთ, ამიტომ ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება, რომელიც თქვენს ჩვეულ წონასწორობას არღვევს, წყობიდან გამოყავხართ. ჯონ ლენონს ტყუილად არ უყვარდა ფრაზა: თუ ღმერთის გართობა გსურთ, თქვენი გეგმების შესახებ უამბეთ. შესაძლოა, რაციონალიზმი და საღი აზრი ცოტათი მოსაწყენს გხდიდეს, მაგრამ ეს კომპენსირდება რბილი ხასიათით, დამთმობლობით, ურთიერთობაში ძალდაუტანებლობით, პარტნიორის აზრისადმი ინტერესით მასთან კამათის სურვილის გარეშე. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა.
  • პირადი ცხოვრების ხაზი მარჯვნივ უფრო მაღლაა, ვიდრე მარცხენა ხელზე – ამ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ხაზი ამბობს, რომ ირჩევთ ასაკით უფროს პარტნიორს, თუმცა თქვენი სიბრძნე ორივეს ეყოფოდა. რომანტიზმისკენ, ემოციურობისა და თანაგრძნობისკენ ლტოლვა თქვენი განმასხვავებელი თვისებებია. თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდხანს გაგრძელებას ცდილობთ. თქვენთან ყოფნა საინტერესო, ამაღელვებელია. ხალხის ნათქვამს დიდ ყურადღებას არ აქცევთ. პრიორიტეტებია დამოუკიდებლობა, სიმსუბუქე, თავისუფლება. კარგი ინტუიცია გეხმარებათ. როგორც კი ურთიერთობაში არაგულწრფელობას და ანგარებას გრძნობთ, მაშინვე წყვეტთ. იგივე ინტუიცია მიგანიშნებთ, ვინ არის თქვენი ადამიანი. ამ ტესტის სიზუსტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

იმედი გვაქვს, ამ მარტივი ტესტის დახმარებით საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სანამ საკუთარ თავს არ გაუგებთ, სხვები შორეულ ამოუცნობ პლანეტად მოგეჩვენებათ. ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს