ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მთვარე ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე ძლიერ გავლენას ახდენს. მისი ფაზის მიხედვით გავლენა განსხვავდება, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა თმის შეჭრა და შეღებვა. სწორედ ამიტომ, სალონში ვიზიტისთვის დღე სწორად უნდა შეარჩიოთ. ხელსაყრელი დღეების კურსში რომ იყოთ, Paparazzi–ის მიერ მომზადებული თებერვლის ვარცხნილობის კალენდარი გამოიყენეთ.
თებერვლის კალენდარი თმის შესაჭრელად და შესაღებად – ეს კალენდარი მთვარის ფაზების მიხედვით არის შედგენილი. მასზეა დამოკიდებული, რომელი დღე იქნება წარმატებული. ასტროლოგები თმის შესაჭრელად და მოსავლელად ხელსაყრელ და არახელსაყრელ დღეებს გამოყოფენ. ამბობენ, რომ გარკვეულ დღეებში თმის შეჭრა არა მხოლოდ დიდებული თმის მიღებაში დაგეხმარებათ, არამედ საფულეს შეავსებს. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როდის სჯობს სალონში ვიზიტის დაჯავშნა.
ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ. ყველაზე ხელსაყრელი დღეები: 1, 4, 5, 7, 8, 11, 17, 19, 24, 25, 27 თებერვალი. არახელსაყრელი დღეები: 15, 20, 22, 23. თუ გსურთ, თმა სწრაფად გაიზარდოთ, 1, 4, 24, 25 ან 27 თებერვალს შეიჭერით. 5 თებერვალი კარდინალური ცვლილებებისთვის შესაფერისია. წარმატებულად შესაღებად ოსტატთან 1, 5, 7, 8, 17, 24, 26 თებერვალს ჩაეწერეთ.
თითოეული დღე დეტალურად განვიხილოთ. თვის დასაწყისი თმის შესაჭრელად კარგი დროა. 3 თებერვალი ნეიტრალურია. ვარცხნილობა ჩვეულებრივი იქნება. 4–5 თებერვალს თმაზე პროცედურები სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ. 6 თებერვალი ნეიტრალურია. მას ორი ხელსაყრელი დღე მოსდევს. 7-8 თებერვალს თმის შეჭრით თმას გააძლიერებთ. თუ სალონში 9-10 თებერვალს წახვალთ, შედეგით კმაყოფილი არ დარჩებით. უმჯობესია, სალონში 11–ში ჩაეწეროთ. ამ დღეს ვარცხნილობა სიმსუბუქეს მოგიტანთ.
12-14 თებერვალს ნეიტრალური დღეებია. ვარცხნილობა შეიძლება ისეთი არ გამოვიდეს, როგორც ჩაიფიქრეთ. შეღებვაზე უარი თქვით. 15–ში ნებისმიერი პროცედურისგან თავი შეიკავეთ. არახელსაყრელი დღეა, რომელიც დიდი ალბათობით თმას გაგიფუჭებთ. 16 თებერვალს სალონში უნდა ჩაეწეროთ, თუ გაყოფილი ბოლოების მოშორება გსურთ. 17 თებერვალი კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. ამ დღეს შეღებვის შედეგით კმაყოფილი დარჩებით. 18 თებერვალს თმის შეჭრა სარგებელს ვერ მოგიტანთ, ხოლო 19-ში შვებას მოგანიჭებთ.
შემდეგ რიგი ცუდი დღეები მოდის. 20-23 თებერვალს თმაზე მანიპულაციებს მოერიდეთ. 24-25 თებერვალი სალონში ვიზიტისთვის შესაფერისია. ვარცხნილობა განწყობას გააუმჯობესებს და თმას გააძლიერებს. 26 თებერვალს თმა შეგიძლიათ შეიჭრათ, მაგრამ ფორმა კარდინალურად არ შეცვალოთ. თვის ბოლო დღეებიც კარგია.
როგორც უკვე გითხარით, საჭირო დღეს თმის შეჭრა ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამ თვეში ასეთი დღეებია 4, 11, 24 და 25 თებერვალი. კარგი დღეები არ გამოტოვოთ. ვიმედოვნებთ, რომ თებერვლის ვარცხნილობის კალენდარი დაგეხმარებათ კარგი ვარცხნილობის მიღებაში, ასევე თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანს.