ეს სიტყვა ყოველდღე გაიმეორეთ, რომ პრობლემა და უბედურება თქვენი ცხოვრებიდან გააძევოთ

0
794

ხშირად სხეული ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს. მუდმივად დაღლილობას ვგრძნობთ, თითქოს ნაწილებად ვიშლებით. ამას უსასრულო პრობლემები და უბედურებები ემატება. ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის ნაცნობია. სირთულეების მოგვარების მეთოდს გთავაზობთ. განსაკუთრებული არაფერი გჭირდებათ, უბრალოდ სხეულთან კავშირი უნდა დაამყაროთ. Paparazzi გიზიარებთ მარტივ რიტუალს, რომელიც პრობლემას და უბედურებას მოგაშორებთ.

დახმარება პრობლემის მოგვარებაში – ჩვენი სხეული ბუნების ელემენტებისგან შედგება. ცეცხლი ჩვენი სითბოა, წყალი – სითხე, რომელიც ორგანიზმს ავსებს, მიწა – მასალა, რომლისგანაც შევდგებით, ჰაერი – ის, რის გარეშეც 2 წუთიც ვერ გავძლებთ. ყველა ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიაშია. თუ რაღაც რიგზე არაა, მთელი სისტემა ირღვევა.

ჰაერის სტიქია დიდ ენერგიას ფლობს. ყოველი ჩასუნთქვისას სასიცოცხლო ძალას ვიღებთ. მის გარეშე შეუძლებელია. ეს ელემენტი სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. ამის გაკეთება შეიძლება ერთი სიტყვით, რომელსაც გაცნობიერებულად წარმოთქვამთ. გთავაზობთ მარტივ რიტუალს. ყოველდღე, როცა გარეთ გადიხართ, ასე გააკეთეთ. მთელი გულმკერდით ჩაისუნთქეთ, თითქოს ამ ელემენტით ივსებით. ხმამაღლა თქვით: „გამარჯობა“. ასე სტიქიას მიესალმებით და სხეულს შინაგანი განკურნებისკენ მიმართავთ.

ასე ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში გააკეთეთ. მალე განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. ყველა პრობლემა და უსიამოვნება გაქრება. სხეული ენერგიით და ძალით აივსება. რიტუალის გაკეთება გააგრძელეთ. დააფასებთ, რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება. რიტუალი ძალიან მარტივია. სხეულს სწორი დოგმა მიეცით და ელემენტებთან კავშირი დაამყარეთ. ასე ყველაფერს გაუმკლავდებით.

გახსოვდეთ, ეს მუშაობს მხოლოდ იმ მომენტებში, როცა უბრალოდ დაღლილი ხართ. სტრესი და დაღლილობა გაქრება. თუ ორგანიზმში რაღაც სერიოზული ხდება, რიტუალები ვერ დაგეხმარებათ. თუ შფოთვას გრძნობთ, ექიმს რჩევისთვის დაუყონებლივ მიმართეთ. ვიმედოვნებთ, მარტივი რიტუალი შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.