გამჭრიახი დიასახლისი გირჩევთ, სველი პირსახოცი საშრობზე არასდროს ჩამოკიდოთ

0
420

თანამედროვე ბინებში პირსახოცის საშრობი ძალიან პოპულარული ნივთია. აღმოჩნდა, რომ მასზე ნივთების გაშრობა კარგი იდეა არაა. Paparazzi ეცდება გაარკვიოს, რატომ არ ღირს პირსახოცის გაშრობა სააბაზანო ოთახში. გიამბობთ, რა არ უნდა გააკეთოთ სველი ნივთებით ბინაში.

პირსახოცის საშრობი – ცოტა ხნის წინ სოკოვან დაავადებებზე კვლევა გამოქვეყნდა. კვლევაში ობის სოკოს ასპერგილუსს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს ძალიან გავრცელებული სოკოა. ნორმალურ პირობებში თავს არ იჩენს და არავის აზიანებს. ყველაფერი კარდინალურად იცვლება, თუ ხელსაყრელ გარემოში ხვდება. მაგალითად ნესტიან ოთახში, სადაც ცუდი ვენტილაციაა. ასეთ პირობებში აქტიურდება. მომწიფებული მიცელიუმი ათავისუფლებს სპორებს, რომელიც ფილტვებში შედის და სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს. ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია.

რა აქვს საერთო ასპერგილუს და პირსახოცის საშრობს? როგორც წესი, სააბაზანო ოთახი პატარაა და კარგი ვენტილაცია არ აქვს. როცა სველ ნივთებს საშრობზე ტოვებთ, ტენიანობა იზრდება. სველი ტანსაცმლის გაცხელებისას ასპერგილუსის სპორები ჰაერში გამოიყოფა. ასეთ ტენიან და თბილ გარემოში აქტიურად იცხოვრებს და გამრავლდება. ასეთი საშრობის გამო ნივთებს ცუდი სუნი ასდის. ამ მომჟავო სუნის მოშორება რთულია. ნივთების ხელახლა გარეცხვა და ჰაერზე გაშრობა მოგიწევთ. ჩვეულებრივ, ეს პირსახოცებს ეხება. სწორედ ამიტომ, სააბაზანო ოთახი ნივთების საშრობად საუკეთესო ადგილი არაა.

ნივთების გაშრობა ბინაში – ამავე მიზეზით ბინაში ნივთების გაშრობას არ გირჩევთ. საძინებელ ოთახში სინესტე და მასში განვითარებული მიკროორგანიზმები არ გვჭირდება. ხოლო სარეცხი მზა საკვების სუნით ნამდვილად არ მოგეწონებათ. სამზარეულოც შეუფერებელია. გირჩევთ, სველი ნივთები გააშროთ აივანზე ან ოთახში, სადაც ნაკლებ დროს ატარებთ.

ნივთების საშრობად გათბობის ბატარეებიც არ  გამოგადგებათ. პირველ რიგში, ასე მისი თბოგადაცემა მცირდება. სველი ნივთების გამო სახლი ნაკლებად თბება და სითბო ცუდად მოძრაობს. სველი ნივთები ელექტროგამათბობელზე არავითარ შემთხვევაში გადაკიდოთ, ასე ხანძარი შეიძლება გამოიწვიოთ. მეორეც, ნივთების გაშრობა მაღალ ტენიანობას იწვევს. ასევე ფანჯრებზე ობი შეიძლება განვითარდეს.

ახლა იცით, რომ ბევრი სველი ნივთის ბინაში გაშრობა არ ღირს. თუ სახლში მშრალი ჰაერია, დროდადრო ასეთი გაშრობა არ გაწყენთ, მაგრამ ზედმეტად არ გამოიყენოთ. თავს გაუფრთხილდით.