ქმარი ნამდვილად დაგკოცნით, თუ ასეთ სალიანკას მოუმზადებთ. კარტოფილი არ დაუმატოთ

0
335

ვაღიარებ, სალიანკა ჩემს გასტრონომიულ გემოვნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აკმაყოფილებდა. ვფიქრობდი, რომ მიზეზი დიზელის საწვავთან ყნოსვითი–ხმოვანი ასოციაციები იყო. იქნებ, წარუმატებელი მცდელობა, როცა მოლოდინი აშკარად გადაჭარბებული იყო. მაგრამ არა! დავრწმუნდი: საქმე იმაშია, როგორ მოამზადებთ სალიანკას. ერთხელ მეგობარი უგემრიელესი კერძით გამიმასპინძლდა. ეს სალიანკა იყო. ასე იშლება ურყევი სტერეოტიპები. ახლა ზამთარში ცხელ წვნიანს ხშირად ვამზადებ. Paparazzi გასწავლით, როგორ მოამზადოთ სალიანკა სწორად.

ბულიონის ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ნეკნები
  • 2,5 ლ წყალი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • ოხრახუში
  • ნიახური

სალიანკის ინგრედიენტები:

  • 300-400 გ ხორცის პროდუქტი
  • 3 დამარილებული კიტრი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ კარაქი
  • 1–2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 2–2,5 ლ ღორის ბულიონი
  • კაპარი, ზეთისხილი გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • ლიმონი, მწვანილი გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. ბულიონი წინა დღით მოამზადეთ. მაგალითად, ღორის ნეკნებისგან. მოხარშვამდე საკუთარ ცხიმში შეწვით. 2 წუთი საკმარისია. კილოგრამ ნეკნს 2,5 ლ წყალი დაასხით. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ქაფი, ზედაპირზე ამოსული ცხიმის ნაწილი მოხადეთ. ყველა არა, რადგან ცხიმის თხელ ფენა ბულიონში არომატს შეინარჩუნებს.
  2. მთელი ხახვი ჩადეთ. თავსახური დაახურეთ და 2 საათით ხარშეთ. მომზადებამდე 1 საათით ადრე სტაფილო, ოხრახუში, ნიახური დაუმატეთ. მარილი საერთოდ არ დაუმატოთ ან ძალიან ცოტა. გაგრილების შემდეგ ნეკნები ცალკე თეფშზე დადეთ. მაცივარში შეინახეთ.
  3. მეორე დღეს აიღეთ 300-400 გ ხორცის პროდუქტი (ნეკნების ხორცი, ლორი, ძეხვი მონადირული, ბეკონი, გულმკერდი, ნებისმიერ რამ, რაც გაქვთ). ხორცი ზოლებად დაჭერით.
  4. 3 მსხვილ დამარილებულ კიტრს ქერქი მოაშორეთ, თესლისგან გაწმინდეთ და ზოლებად დაჭერით.
  5. 1 ხახვი პატარა კუბებად დაჭერით. 2 ს/კ კარაქთან ერთად გამჭვირვალებამდე შეწვით, 2 კოვზი პომიდვრის პასტა დაუმატეთ, შემდეგ ზოლებად დაჭრილი კიტრი და ხორცი. 10-15 წუთით ჩაშუშეთ.
  6. სანამ წვნიანის ინგრედიენტები ტაფაზე ითუშება, ქვაბი ბულიონით (2-2,5ლ) ცეცხლზე დადგით. შემწვარი ინგრედიენტები ბულიონს დაუმატეთ. 5-7 წუთით ხარშეთ, შემდეგ კაპარი მარინადთან ერთად, ზეთისხილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. შეამოწმეთ, მარილი საკმარისია თუ არა. თუ გსურთ, მარილი დაუმატეთ.
  7. ქურიდან გადმოდგით. წვნიანი დაასვენეთ. ლიმონის ნაჭერთან და მწვანილთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ.

არაჟნის დამატება არ ღირს, შებოლილ ხორცს არ უხდება. და არანაირი კარტოფილი! ამ კერძის ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგალითად, ზუთხით, სვიით, ტარაღანით, ღვინით, სოკოთი, მაგრამ კარტოფილი არცერთში შედის. გემრიელად მიირთვით. ზეთისხილი მოხარშვამდე გარეცხეთ და კურკები ამოიღეთ.