მარინა ღამით სიზმრებს იშვიათად ხედავს. თუ ხედავს, რაღაცას აუცილებლად ნიშნავს. ახლაც დედამთილი დაესიზმრება და დილით მაშინვე სიზმრების წიგნში ჩაიხედა. რას ნიშნავს დედამთილის დასიზმრება? – დაინტერესდა მარინა. პასუხმა საერთოდ არ დააკმაყოფილა. იმან, რაც შემდეგ მოხდა, ხილული სიზმრების ძალაში დაარწმუნა. Paparazzi გიამბობთ, რა მოხდა მარინას ცხოვრებაში.
„ახლახან ჩემი ქალიშვილი 2 წლის გახდა. მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ ამ ასაკში ბაღში შევიდოდა. მანამდე მთელ დროს მას ვუთმობდი, სანამ ქმარი სამსახურში იკარგებოდა. დედაჩემი ქალაქგარეთ ცხოვრობს. ჩვენთან მოსასვლელად 1 საათი სჭირდება, ამიტომ უფრო შაბათ–კვირას ვიკრიბებით და ისიც არა ყოველთვის. ბოლო დროს ფინანსური პრობლემები გვაქვს, ამიტომ ჩემი სამსახურში გასვლა ოჯახს ძალიან სჭირდება. ოღონდ ეს დედამთილს არ უხარია. განაცხადა, რომ ქალიშვილთან სახლში უნდა ვიყო, სანამ 6-7 წლის არ გახდება და სკოლაში არ წავა. მისი თქმით, ამ ასაკში ბავშვის ბაღში მიყვანა მიუღებელია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მეც ამ ასაკში ბაღში შემიყვანეს. სოციალიზაცია დაიწყო. ეს ბავშვობაში ძალიან მნიშვნელოვანია!
დედამთილს არ ესმის. თავად უფროსი შვილიშვილის აღზრდით დაკავებულია. მაზლი 2 წლით ადრე მამა გახდა. მის ცოლს დეკრეტული შვებულება არც აუღია. მაშინვე სამუშაოდ გავიდა, ხოლო ბავშვი ბებიას შეატოვა. მთელი დღე მათთან არის, შვილიშვილს ცივ ნიავს არ აკარებს. წინააღმდეგი არ ვარ, ეს მისი არჩევანია, მაგრამ რატომ ერევა თავისი რჩევებით ჩვენს ოჯახში? ამ ყველაფრის ფონზე დედამთილი ღამით დამესიზმრა. ჩემთვის მსგავსი რამ ნონსენსია, რადგან ისე ძლიერ მძინავს, რომ თითქმის არაფერს ვხედავ. რა თქმა უნდა, დილით სიზმრების წიგნში ჩავიხედე. ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ დედამთილის დასიზმრება კარგს არ ნიშნავს.
„თქვენ გელით უსიამოვნებები, კამათი და სხვა უთანხმოება ოჯახში“. საოცარია, მაგრამ იმავე დღეს დედამთილი გაუფრთხილებლად გვესტუმრა. სამზარეულოში ჩემს ირგვლივ ბოშასავით ტრიალებდა. რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ვეღარ გავუძელი და თავად ვკითხე: – რატომ მოხვედით? ვხედავ, რომ რაღაც საქმე გაქვთ. დედამთილმა ამოისუნთქა და მითხრა: – აი, რას ვფიქრობ, თუ სამსახურში გასვლა გინდა, წადი. მაგრამ დედაშენი ჩამოვიდეს და შვილიშვილზე იზრუნოს, სანამ შენ ოფისში ხარ.
საგონებელში ჩავვარდი. პირველ რიგში, რატომ უნდა მიატოვოს დედამ სამსახური (55 წლისაა და სკოლაში სრულ განაკვეთზე მუშაობს) და გადმოვიდეს ჩემთან? საერთოდ, თავისი ცხოვრება აქვს! მეორეც, რატომ ერევა დედამთილი ჩვენს საქმეში და იძლევა დაუკითხავ რჩევებს? ძალიან გავბრაზდი. ყველაფერი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. გავიხსენე ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში მაწუხებდა. იცით რა? ატირდა! მითხრა, რომ უგულო ვარ და წავიდა. რა თქმა უნდა, დამნაშავე მე გამოვედი. დედამთილმა ჩემს ქმარს შესჩივლა, ყველაფერი თავის სასიკეთოდ მოყვა. მეუღლისთვის ყველაფრის ახსნა და თავის მართლება მომიწია. არ ვიცი, რა გავაკეთო. ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ესეც ხილული სიზმარი!“
უტაქტობა და უსირცხვილო რჩევები ოჯახში დედამთილსა და რძალს შორის კამათის მიზეზი ხშირად ხდება. ამ სიტუაციაში საკუთარი უფლების და საზღვრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მარინამ ეს შეძლო, მაგრამ ყველაფრისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.