ფსიქოლოგიური ამოცანა: ვის დაუთმობთ ადგილს თავაზიანად

703

ფსიქოლოგიური ტესტები პიროვნების უკეთ გაგებაში, მისი ქცევების და ემოციების ფარული მიზეზის დადგენაში გვეხმარება. თან მინიმუმი დრო და ძალისხმევა სჭირდება. Paparazzi საინტერესო ტესტს გთავაზობთ. პასუხზე კარგად დაფიქრდით. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ იპოვონ ერთი დამალული ვარიანტი.

ფსიქოლოგიური ტესტი – სურათზე გამოსახულია მოხუცი კაცი, ორსული ქალი, ტრავმირებული მამაკაცი და ახალგაზრდა ქალი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაჭედილია. ოთხი კანდიდატიდან რომელს დაუთმობთ ადგილს? თუ უკვე აირჩიეთ, შედეგის გაშიფვრაზე გადადით და გაიგეთ, რა პიროვნულ თვისებებს ფლობთ. ფსიქოლოგებმა ამ ურთიერთკავშირის და კანონზომიერების დასადგენად ბევრი კვლევა ჩაატარეს.

  1. თქვენს ადგილს ახალგაზრდა ქალს უთმობთ. მოულოდნელი, მაგრამ ადეკვატური არჩევანი. საკუთარი თავი ძალიან გიყვართ და გიჟდებით, როცა სხვები თქვენით ინტერესდებიან და აღფრთოვანებულნი არიან. იცით, როგორ მოხიბლოთ ხალხი. შესაშური თავდაჯერებულობა გაქვთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბოლომდე იცავთ.
  2. ადგილს ორსულ ქალს უთმობთ. პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევით. ცდილობთ, რომ ნებისმიერ საკითხზე დაფიქრდეთ და სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ. ობიექტური ხართ, სხვის მდგომარეობაში შესვლა და მისი გაგება შეგიძლიათ.
  3. თქვენს ადგილს ტრავმირებულ ადამიანს უთმობთ. ფსიქოლოგების თქმით, ლიდერული თვისებები გაქვთ. კარგი ორგანიზაციული უნარებით გამოირჩევით. სიტუაციას ყოველთვის აკონტროლებთ. მეგობრებს ადვილად იძენთ, ახალი ადამიანების გაცნობა გიყვართ.
  4. ადგილს მოხუც კაცს უთმობთ. თანაგრძნობის ძლიერი გრძნობით გამოირჩევით. სხვებს პატივისცემით ეპყრობით, სიხარულით ეხმარებით. საკუთარ სურვილებზე მაღლა სხვების სურვილებს აყენებთ. გულჩვილი და მგრძნობიარე ხართ.

ფარული ვარიანტი. ამ ვარიანტის დანახვა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. თითქმის იდეალური გამოსავალი არსებობს. ასე ერთდროულად რამდენიმე მგზავრს დაეხმარებით. ადგილი ორსულ ქალს შეგიძლიათ დაუთმოთ, ასე ორ სულს დაეხმარებით. ფეხზე დგომისას მოხუცს დაეხმარეთ, რომ არ წაიქცეს. ახალგაზრდა ქალს სთხოვეთ, რომ ტრავმირებულ მამაკაცს დაეხმაროს. ასე მაქსიმალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენთ, ერთმანეთს დაეხმარებით და მშვიდად იმგზავრებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს