ჩვენი ოჯახი ბავშვის გამო დაინგრა

0
1796

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

მე 28 წლის ვარ, ჩემი მეუღლე კი – 27-ის. უკვე 5 წელია ერთად ვართ. ცოტა ხნის წინ შვილი შეგვეძინა.

ამ ორსულობას დიდი ხნის მანძილზე ვგეგმავდით. ჩემი მეუღლე მოუთმენლად ელოდა ბავშვის დაბადებას. შემდეგ კი დაიწყო: უძილო ღამეები, ქრონიკული დაღლილობა, ტირილი, კოლიკები და სხვა პრობლემები, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას უშლიდა.

ინტიმთან დაკავშირებით აღარაფერს ვამბობ. ამის შესახებ დავივიწყეთ კიდეც. ჩემს ცოლს ნერვებმა უმტყუნა. ნებისმიერ კითხვაზე ყვირის, ჩხუბობს. სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო. მე სხვა ურთიერთობების ძებნა დავიწყე. საყვარლის როლში ყოფნა არავის არ უნდოდა, ქალებს უფრო სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

ინტიმური ურთიერთობის არ ქონის ფონზე სხვა დაავადებები დამემართა. შარდ-სასქესო სისტემამ შემაწუხა და კუჭ-ნაწლავის სისტემაც წესრიგში არ მქონდა. ყოველ საღამოს ერთი ბოთი ლუდის სმა დავიწყე, ამან კი მიჩვევა იცის. ჩემს ცოლ-შვილს ყურადღებას თითქმის აღარ ვაქცევდი. მე სიყვარული და სითბო მინდოდა. რამდენჯერმე ვცადე, რომ ჩემს მეუღლეს გულწრფელად დავლაპარაკებოდი, მაგრამ მას არაფრის მოსმენა არ სურდა.

შესაძლოა გამკიცხოთ, მაგრამ ჩვენი ოჯახი ბავშვმა დაანგრია. ვერასოდეს დავიჯერებ იმას, რომ ბავშვები ხელს უწყობენ ქორწინების შენარჩუნებას. პირიქით, ისინი ყველა ნაკლს ავლენენ. მე ყურადღება და კეთილი და ნაზი სიტყვები მჭირდება. მე მსურს, რომ ყოველ დილით გაღვიძების შემდეგ საყვარელ ქალს ვაკოცო და ვიცოდე, რომ ვუყვარვარ და ყოველთვის მელის. ახლა კი ხან ბავშვის ტირილი და ყვირილი მაღვიძებს, ხან კი ჩემი მეუღლისა.