ნატალიამ ტაჯიკი მუშები “გადააგდო” და მას ეს ძალიან ძვირად დაუჯდა

3197

ეს სიტუაცია “შეუძლებელ” სიტუაციათა რიგს არ მიეკუთვნება. ნატალიამ ახალ აშენებულ სახლში ბინა იყიდა და დიდი მონდომებით შეუდგა რემონტის გაკეთებას. რა იყო საჭირო? მუშების დაქირავება. ასეც მოიქცა: ტაჯიკების ბრიგადა დაიქირავა. მათ მისი ახალი სახლი უნდა გაერემონტებინათ.

ბინა პირველ სართულზეა, საჭირო იყო სუპერთანამედროვე რემონტის გაკეთება. მუშაობის პერიოდში მუშებს, რა თქმა უნდა, არავინ ეხებოდა. მაშინაც კი, როდესაც მათ პოლიციის თანამშრომლები აჩერებდნენ, ისინი პასუხობდნენ, რომ ნატალიას ბინას არემონტებენ, რომელიც პირველ სართულზეა. მათ ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე უშვებდნენ და არაფერს ეუბნებოდნენ. მუშებს მხოლოდ საჭმლის ფულს აძლევდნენ და რემონტის პერიოდში ისინი ამ ბინაშივე ცხოვრობდნენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როდესაც რემონტი დასასრულს მიუახლოვდა და ფულის გადახდის დრო მოვიდა, მუშებს მანქანამ მოაკითხა, ასე ვთქვათ, არალეგალების წასაყვანად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალმა მუშები “გადააგდო”.

რამდენიმე დღის შემდეგ მეზობლებმა შენიშნეს, როგორ მიჰყავდა პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სახლიდან თავისი იარაღების გამოტანას ცდილობდა. რა მოხდა? სიგნალიზაცია ამუშავდა. თანამშრომლები მოვიდნენ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის საკუთარი ინსტრუმენტების წასაღებად იყო მოსული და სახლის გასაღები ჰქონდა, რადგან რემონტის პერიოდში ის თავის მეგობრებთან ერთად ამ სახლში ცხოვრობდა და მას საბუთებიც წესრიგში ჰქონდა. მოკლედ, ყველაფერი წესრიგში იყო და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

ახლა კი ყველაზე საინტერესო. ჩვენი ისტორიის გმირი თავის ახალ, გარემონტებულ ბინაში მობრძანდება და ხედავს, რომ ფეკალიების ნაკადია ჩამოსული მთელი 12 სართულიდან.

რემონტი ახალია, ხარისხიანი, ფანჯრებიც შესაბამისად ძალიან კარგია და ამიტომ სუნი ქუჩაში არ გასულა და სახლში შესაბამისი სუნი იდგა.

ძვირფას არყის პარკეტს ის სამუდამოდ გამოემშვიდობა. იატაკზე თმა, ექსკრემენტები და საჭმლის ნარჩენები იყო მიმოფანტული.

ქალმა სასწრაფოდ გამოიძახა ყველა შესაბამისი სამსახური, რათა ეს ყველაფერი დაფიქსირებულიყო და მან დამნაშავეების ძებნა დაიწყო. სანამ სანტექნიკოსი ავარიის მიზეზს იკვლევდა, ნატალია თავის იურისტებთან ერთად ზარალს ითვლიდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას სანიაღვრე ხვრელი ბავშვის საფენით ჩაეკეტა, ამიტომ ყველაფერი ბინაში იღვრებოდა.

დამნაშავე ვერ იპოვეს. ზედა სართულების მობინადრეებს არაფერში ადანაშაულებდნენ, ტაჯიკების ჩართულობა კი – ჯერ კიდევ დასამტკიცებელი იყო.

იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ ნატალია თავისი ახალი მანქანიდან უფრო ბიუჯეტურ და ძველ მოდელზე გადაჯდა, ქალის საქმეები არც ისე კარგად მიდის. რემონტი კი, სავარაუდოდ, კრედიტით გაკეთდა, სუნი არ გამქრალა, ბინა კი ცარიელია. ასე რომ, სანამ ვინმეს მოატყუებ, 15-ჯერ უნდა დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს