აი, რა აჩვენა გრეის კელის საქორწილო ფეხსაცმლის რენტგენის სურათმა. მონაკოს პრინცესამ იცოდა, თუ რას აკეთებდა!

1614

ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის მიერ შექმნილ რეიტინგში ასამდე დიდებულ კინოს ვარსკვლავთა შორის გრეის კელი მე-13 ადგილს იკავებს. ხანმოკლე, ოთხწლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა პოპულარობის მოპოვება შეძლო და შემდეგ უყოყმანოდ კინო დატოვა. გრეისის გადაწყვეტილებამ ყველაზე ცნობილი კრიტიკოსები დაამწუხრა.

კრიტიკოსები ერთხმად აღიარებდნენ, ეს რომ ქალი შესანიშნავი მსახიობი იყო, მისი იშვიათი სილამაზე თანდაყოლილ ნიჭს ჰარმონიულად ერწყმოდა. გასაკვირი არაა, რომ კარიერის უკვე მეორე წელს „ოსკარზე“ ნომინირებული იყო. ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ ნანატრი ფიგურა „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში აიღო.

გრეისმა კინო სამყარო პირად ცხოვრებაში ცვლილების გამო დატოვა. თავიდან ახალგაზრდა მსახიობი მოდელიერ ოლეგ კასინთან იყო დანიშნული, მაგრამ ქალის მშობლებს ის არ მოსწონდათ.

ფილმის მორიგი გადაღებების დროს კელიმ რენე III, მონაკოს პრინცი გაიცნო. ისინი 1956 წლის 19 აპრილს დაქორწინდნენ და მათი ქორწინება დღემდე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოვლენად ითვლება.

თავდაპირველად,18 აპრილს დახურული სამოქალაქო ცერემონია გაიმართა, მეორე დღეს კი საოცარი ქორწინება ეკლესიაში ჯვრისწერით გაიმართა, რომელსაც მინიმუმ 300 მლნ ტელემაყურებელი თვალყურს ადევნებდა. ეკლესიაში ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის არისტოკრატები და ჰოლივუდის ვარსკვლავები იყვნენ.

მომავალი მონაკოს პრინცესასთვის ფეხსაცმლის ცნობილმა ოსტატმა დევიდ ევისნმა მხოლოდ მისთვის განკუთვნილი, განუმეორებელი ფეხსაცმელი შექმნა. ზღაპრული პრინცესასთვის შექმნილი ფეხსაცმელი ოდნავ შესამჩნევი, მაგრამ ძალიან ლამაზი ნახატებით იყო მორთული. მარცხენა ფეხსაცმლის ქუსლზე ცნობილი დამკვეთის სახელი, ხოლო მარჯვენაზე კი მწარმოებლის ნიშანი იყო ამოქარგული.

გრეის კელის ფეხსაცმლის მცირე საიდუმლო მოგვიანებით გაირკვა, როცა ფეხსაცმელი უკვე მუზეუმში ინახებოდა. რენტგენის დახმარებით მკვლევარებმა გაიგეს, თუ ფეხსაცმელი როგორ შექმნეს. პირველ რიგში, ხალხის ყურადღება მარჯვენა ფეხსაცმლის ძირში იდუმალმა მრგვალმა წრემ მიიპყრო.

გრეის კელიმ, რომელსაც ირლანდიური ფესვები ჰქონდა, მისი შორეული სამშობლოს მრავალი ტრადიცია იცოდა. წარმატების მისაღწევად სპილენძის მონეტა ქუსლ ქვეშ იდება, ხოლო მსახიობს ძალიან სურდა, რომ ბედი მის მხარეს ყოფილიყო.

მონეტა შემთხვევით რომ არ ამოვარდნილიყო, გრეისმა ფეხსაცმლის მწარმოებელს ღაბაშის ქვეშ მრგვალი ნაჭრის მიკერება სთხოვა, რა თქმა უნდა, მისი თხოვნა ოსტატმა გულმოდგინედ შეასრულა.

რენე III-ს და გრეის კელის ქორწინება წარმატებული აღმოჩნდა. შესაძლოა, ქალის მიერ ზურმუხტისფერი კუნძულის ტრადიციის დაცვამ ახალდაქორწინებულებს ბედნიერება მოუტანათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს