ისტორიები ადამიანებზე, რომლებმაც “თავი ისე იგრძნეს, როგორც საკუთარ სახლში”

0
88

სტუმართმოყვარეობა – იმ ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია, რომლებიც ეტიკეტს იცავენ. ზოგადად, სტუმრის მიღება ან ვინმესთან სტუმრად წასვლა – ძალიან საინტერესოა. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც უარს იტყვის ძველი მეგობრების მონახულებაზე, ახალი ამბების ან თუნდაც ახალი ჭორების განხილვაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს განტვირთვისა და დასვენების ერთგვარი საშუალებაა.

სტუმრად ყოფნის შემთხვევაში, გარკვეული გამოუთქმელი წესები არსებობს. რა თქმა უნდა, მათი განხილვა ყოველ ჯერზე არ ხდება, მაგრამ მათ შესახებ უმეტესობამ იცის და ახსოვს. მაგალითად, სტუმრად დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, არ შეიძლება სტუმრად მისვლა მიწვევისა და გაფრთხილების გარეშე. მიუხედავად ფრაზისა „თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში“, არავინ მოიქცევა ისე, როგორც საკუთარ სახლში, რადგან ეს მისაღები არ არის.

ასევეა მასპინძლების შემთხვევაშიც. ისინი აუცილებლად სთავაზობენ ჩაის, ყავას, სხვადასხვა კერძს, ცდილობენ სტუმარი გაახალისონ და კომფორტული გარემო შეუქმნან.

ზოგადად, ეს წესები ყველასათვის ცნობილია და ყველა ცდილობს მათ დაცვას, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. არიან სტუმრები, რომლებიც ნამდვილად ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სახლში. ისინი ხშირად არღვევენ წესიერების ყველანაირ წესს და ქცევის დასაშვებ ნორმებს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.

მეგობრები გვყავს, რომელთაც პატარა ბავშვი ჰყავთ. ერთხელ მათ ჩვენთან სტუმრად ჩამოსვლა და დარჩენა გადაწყვიტეს. ვერ ვიტყვი, რომ მათი შვილი ძალიან განებივრებულია, მაგრამ ის ძალიან ხმაურიანია და ცოტა პრობლემატურიც. ეს მეგობრები რამდენიმე დღით უნდა დარჩენილიყვნენ, მაგრამ გაურკვეველი გარემოებების გამო ერთი კვირით დარჩნენ. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და თანაც ხომ ვერ გავაგდებდით, ჩვენი მეგობრები იყვნენ.

მაგრამ მათი ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს არნახული თავხედობის წინაშე დავდექით. ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ ისინი შეთანხმებულ ვადაზე მეტხანს დარჩნენ, შევეგუეთ იმას, რომ სახლის საქმეებში საერთოდ არ გვეხმარებოდნენ, პირიქით, ყველაფერს ართულებდნენ, შევეგუეთ იმას, რომ გამუდმებით გართობას მოითხოვდნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის ამ სიტუაციასაც.

ერთხელ ჩვენმა მეგობრებმა რესტორანში წასვლა გადაწყვიტეს და ჩვენ ფაქტის წინ დაგვაყენეს – მათი შვილისთვის ჩვენ უნდა მიგვეხედა. უარის თქმის შემდეგ მათგან უამრავი ცუდი სიტყვა და საყვედური მოვისმინეთ. გვითხრეს, რომ ჩვენ ცუდი მეგობრები ვართ და არა სტუმართმოყვარე მასპინძლები.

ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვის ნახმარ საფენებს საწოლის ქვეშ ყრიდნენ და ჩვენთვის არც ისე სასიამოვნო იყო მათი პოვნა. წასვლის წინ კი ჩვენი ყულაბა დააცარიელეს.

ასევე, გვქონდა შემთხვევა, როცა დედაჩემის მეგობარმა ძვირადღირებული ფრანგული სუნამო მოგვპარა. მე მაშინვე შევნიშნე და ვკითხე, უნახავს თუ არა მას იმ სუნამოს ფლაკონი, მან კი მხოლოდ თავი გააქნია, შემდეგ კი სწორედ იმ სუნამოს სურნელი ასდიოდა.

ერთხელ, ტორტი გამოვაცხვე და მეგობრები ჩაის დასალევად დავპატიჟე. ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სახლში გამომცხვარი ნამცხვრები ძალიან უყვარს. ის სამზარეულოში გავიდა და მთელი ტორტი მარტომ შეჭამა. მახსოვს, როგორი უხერხულად ვიგრძენი თავი დანარჩენი გოგოების წინაშე.

ეს კიდევ არაფერია. ჩემმა ქალიშვილმა ერთხელ თავისი მეგობარი დაპატიჟა ღამისთევით. ამ გოგოს შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგებული და ნანახიც მყავდა რამდენჯერმე. გოგონა დედასთან ერთად მოვიდა და ის და ჩემი ქალიშვილი მაშინვე სათამაშოდ წავიდნენ. დედამისი ძაღლთან ერთად მოვიდა და ცხოველთან ერთად სახლში ნებართვის გარეშე შემოვიდა. მეგონა, რომ დედა ნერვიულობდა და უნდოდა სიმბოლურად რამდენიმე წუთით ოჯახის გასაცნობად შემოსულიყო, მაგრამ სტუმარმა ჩვენთან რამდენიმე საათი გაატარა და დაახლოებით 11 საათისთვის წავიდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მან რამდენჯერმე მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მოწევა და მისმა ძაღლმა კი ჩემს ხალიჩაზე მოშარდა. მოკლედ, ჩემს შვილს ვთხოვე, რომ ის გოგონა აღარ დაეპატიჟებინა.

გვყავს მეგობრები, რომლებსაც დაგვიანება უყვართ და არა რამდენიმე წუთის განმავლობაში, არამედ რამდენიმე საათით. ერთხელ 10 წუთით გვაგვიანდებოდა და გასაფრთხილებლად დავურეკეთ, რაზეც ჩვენმა, უკვე ყოფილმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ ახლახან გაიღვიძეს და ჯერ მზად არ იყვნენ. ბოლოს კი ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდა, აღმოჩნდა, რომ დიდხანს ვემზადებოდით.

ეს ამბავი კი ჩვენ გადაგვხვდა. ერთხელ, ნათესავებთან დაბედების დღეზე წავედით. მათ ბინაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მოხდა ისე, რომ მე ეზოში შევყოვნდი და სართულზე ასვლა ცოტა გვიან მომიწია. ბინაში შევედი, ხელები დავიბანე და მაგიდას მივუახლოვდი. ამ დროს მივხვდი, რომ იქ არავის ვიცნობდი, თუმცა ყველა მესალმებოდა და მიღიმოდა. მივხვდი, რომ სართული შემეშალა.

ოჯახური რელიკვია გვაქვს – თეთრი სუფრა და ასეთივე ხელსახოცები. დედაჩემისგან დამრჩა. ერთ დღეს, ჩემს ძველ მეგობარს შევხვდი და სტუმრად დავპატიჟე. ვახშამი მოვამზადე და სუფრა სწორედ ამ რელიქვიით გავშალე. ის მოვიდა, ჩემი ქმარ-შვილი გაიცნო და აღფრთოვანებული იყო ჩვენი ოჯახით და სახლით. მან ყურადღება სუფრასა და ხელსახოცებზეც გაამახვილა. მე ვუთხარი, რომ ეს დედაჩემისგან დამრჩა. სუფრასთან დავსხედით, ჩემმა ქმარმა ლოცვა წარმოთქვა და ჭამას შევუდექით. ჩემმა მეგობარმა ხელსახოცი აიღო და წითელი პომადა მოიწმინდა. ჩემს აღშფოთებაზე, მან ეშმაკურად გაიღიმა და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე საუბარი ხელსახოცების პირდაპირ დანიშნულებაზე დაიწყო.

მხატვარი ვარ და მქონდა ნახატი, რომელზეც ძალიან დიდხანს ვმუშაობდი – ქალაქის პეიზაჟი დავხატე. ჩვენი მეგობრები ბავშვთან ერთად მოვიდნენ სტუმრად. სანამ ჩვენ მაგიდასთან ვისხედით, ბავშვი ოთახში შეიპარა და ხატვა დაიწყო. სწორედ იმ ნახატზე დახატა და გააფუჭა. მისი გაფუჭებულის გამოსწორება ვერაფრით ვერ შევძელი, მის მშობლებს კი ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ნახეს, რომ ავნერვიულდი.

მსგავსი ისტორიები დედაჩემსაც გადახდენია. ერთხელ მეგობარმა სთხოვა, რომ მასთან იცხოვრებდა, სანამ ბინასა და სამსახურს მოძებნიდა. მან სამსახური იპოვა, მაგრამ წასვლას არ აპირებდა. დედაჩემს მისი გაძევება არ შეეძლო, თავს უხერხულად გრძნობდა. დაე, თავად გაერკვნენ, მაგრამ დედასთან ცხოვრების სამი თვის განმავლობაში ქალი არ ბანაობდა და საშინელი სუნი ასდიოდა. ვთხოვდი, რომ შხაპი მიეღო, ის კი მპასუხობდა, რომ ეს მას კანს გამოუშრობდა და თმას გაუფუჭებდა.

ჩემს ქმარს კი ახალგაზრდობაში ჰქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ბინა იქირავა და მშობლებმა რამდენიმე დღით ნაცნობების გოგონას შეფარება სთხოვეს. ის დათანხმდა და ინანა, რადგან რამდენიმე დღე ორ კვირად გადაიქცა და პატარა გოგონა მასზე ორჯერ მეტს ჭამდა, ტუალეტის ქაღალდი კი მომენტალურად ქრებოდა.

ეს შემთხვევა კი სამუდამოდ დამამახსოვრდა. აგარაკზე გადავედით და მეზობლები მწვადზე დავპატიჟეთ, რათა ერთმანეთი გაგვეცნო და ურთიერთობა გვქონოდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ერთ-ერთი სტუმარი ჩვენი სახლის სამზარეულოში არ აღმოვაჩინეთ. ის კაცი ჩვენს ქათამს ჭამდა და ძვლებს იატაკზე ყრიდა.

ჩემს მეგობარს სტუმრად ყოფნის დროს საპნის მოპარვა უყვარს. ბოროტების ან სიღარიბის გამო არა, მას უბრალოდ უყვარს გამოყენებული საპნის მოპარვა. ის ამ საპონს არ ხმარობს, უბრალოდ ინახავს. ერთხელ მას საპნის მოპარვისას შეასწრეს და ამბობს, რომ მაშინ ძალიან შერცხვა.

ერთხელ ბებიაჩემი ჩემი ბანკეტისთვის სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა და ორი კვირის მანძილზე ჩვენთან დარჩა. ამ ხნის განმავლობაში მან უამრავი პრეტენზია გამოთქვა. კონკრეტულად კი იმასთან დაკავშირებით, რომ მე დილის 9 საათზე გვიან ვდგებოდი, დედაჩემს კი ნაკლები უნდა ემუშავა და სახლის სისუფთავეზე ეზრუნა.