ამოცანა მზრუნველ დედაზე, რომელიც სადილს 3 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ამზადებდა

0
210

პროცენტებზე ამოცანები მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მოსწავლემ კარგად უნდა შეისწავლოს. თანამედროვე ადამიანი ზრდასრულ ცხოვრებაში პროცენტებს მუდმივად ეჯახება. მათთან მუშაობის უუნარობა ყველაფერს ძალიან ართულებს. Paparazzi პროცენტებზე რამდენიმე ამოცანას გთავაზობთ. ასე სკოლის ცოდნას გაიხსენებთ. თან საკუთარი თავის შესამოწმებლად კარგი შესაძლებლობაა. საინტერესოა, რა ცოდნა დაგრჩათ მათემატიკის გაკვეთილებიდან.

პროცენტებზე ამოცანები

  1. საწარმომ 1 წლის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის 250 ტუმბო აწარმოა. ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ტუმბოების საერთო მასაში მაღალხარისხიანი პროდუქციის წილი მხოლოდ 40%–ია. სულ რამდენი ტუმბო აწარმოა საწარმომ 1 წლის განმავლობაში?
  2. მოსწავლემ ზაფხულში დიდი წიგნის 70 გვერდი წაიკითხა, მაგრამ მასწავლებელი მაინც უკმაყოფილო იყო, რადგან წაკითხულის წილი მხოლოდ 20% იყო. რამდენი გვერდია ამ წიგნში?
  3. დიდი ოჯახის დედამ სადილის მომზადებაზე 3 საათი და 20 წუთი დახარჯა. დიასახლისმა საათის შემხედვარე აღნიშნა, რომ დროის დიდი ნაწილი ხორციანი კერძის მომზადებაზე დახარჯა – თითქმის 40%. წვნიანის მომზადებას დროის 35% დასჭირდა. აი, სალათებმა მხოლოდ 25% წაართვა. რამდენი დრო დახარჯა ქალმა თითოეული კერძის მომზადებაზე ცალ–ცალკე?

მინიშნებები და პასუხები

  1. თუ წარმოების 40% არის 250 ტუმბო, აქედან შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი ტუმბოა წარმოების 1%: 250 ÷ 40 = 6,25. ასე მარტივად იპოვით რამდენი ტუმბოა წარმოების 100%: 6,25 × 100 = 625.
  2. თუ წიგნის მხოლოდ 20%–ია წაკითხული, მაშინ გამოდის, რომ მოსწავლემ მხოლოდ მეხუთე ნაწილი აითვისა, რაც 70 გვერდს შეადგენს. მთელი წიგნის გვერდების საერთო რაოდენობაა: 70 × 5 = 350 გვერდი.
  3. ვიცით, რომ დიასახლისმა სადილის მომზადებაზე 3 საათი და 20 წუთი დახარჯა, ესაა 180 + 20 = 200 წუთი. ამ შემთხვევაში 1% არის 200 ÷ 100 = 2 წუთი. აქედან მარტივად გავიგებთ, რომ დიასახლისმა ხორციანი კერძები მოამზადა 40 × 2 = 80 წუთში (1 საათი 20 წუთი). წვნიანის მომზადებაზე დახარჯა 35 × 2 = 70 წუთი (1 საათი 10 წუთი). სალათებმა წაართვა „მხოლოდ“ 25 × 2 = 50 წუთი. სამაგიეროდ, მთელი ოჯახი დანაყრებულია.