მხოლოდ 1 სურათი გეტყვით, გაქვთ თუ არა ფსიქიკური აშლილობისკენ მიდრეკილება

2707

ფსიქიკურ აშლილობაზე ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს, ის გვაშინებს და ამავდროულად გვაინტერესებს. არავინ იცის, შეიძლება მისკენ მიდრეკილება გქონდეთ. Paparazzi მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლას გთავაზობთ, სადაც უბრალოდ სურათს უნდა შეხედოთ. ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური აშლილობისკენ მიდრეკილება აქვთ, სამყაროს სხვაგვარად ხედავენ. ასეთი მარტივი ტესტები ძალიან ეფექტურია. სურათს მაქსიმუმ 1 წუთი დააკვირდით. ზუსტი პასუხი რომ მიიღოთ, სტატიის ბოლოს პასუხს არ ჩახედოთ.

კარგად დააკვირდით სურათს? რა დაინახეთ? თუ მასზე ვერაფერი დაინახეთ, გამოდის, ფსიქიკური აშლილობისკენ არანაირი მიდრეკილება არ გაქვთ. ბევრი ადამიანი ამ სურათზე მხოლოდ უცნაურ ლაქებს და არაფერს კონკრეტულს ხედავს. განვითარებული წარმოსახვის ადამიანები მასზე ტყეს ან ცხოველს ხედავენ, მაგრამ კონკრეტულის დანახვა ცოტას შეუძლია. თუ მათ შორის ხართ, ჯანმრთელი ხართ. ისინი, რომელთაც აშლილობისკენ მიდრეკილება აქვს, ამ სურათში ძროხის თავს ხედავენ. თუ ძროხის თავის კონტურებს მკაფიოდ ხედავთ, ასეთი სახის აშლილობისკენ მიდრეკილება ნამდვილად შეიძლება გქონდეთ.

რატომ ვერ ხედავს ჯანმრთელი ადამიანი ძროხას სურათზე? ჯანმრთელი ადამიანის ტვინი გამოცდილებას ეყრდნობა, გაუგებარ სურათში რაღაც ნაცნობს ეძებს, დეტალებს, რომლებიც რაღაცას შეიძლება ჰგავდეს. ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა აქვს, ფანტაზიას ვერ რთავს. ის მთელ სურათს ხედავს, დეტალებს არ აანალიზებს. ოპტიკურ ილუზიებს ვერ აღიქვამს. მსგავსი ტესტები ამ პრინციპს ეყრდნობა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ ნახოთ, სად არის ძროხის თავი სურათზე. ახლა მას პირველ სურათზეც დაინახავთ, რადგან ტვინმა უკვე დაიმახსოვრა და მისთვის ნაცნობი ობიექტია.

ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ტესტია. მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა. თუ სურათზე ძროხის თავი დაინახეთ, არ იდარდოთ. დიდი ალბათობით, საოცრად მახვილი მხედველობა გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს