სამყაროს სიკეთე გადაარჩენს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ლონგ დუმის ისტორიას გაგიზიარებთ. მამაკაცს საკუთარ სახლი არ აქვს, მაგრამ ერთგული მეგობრები ჰყავს. ის საკვებს უსახლკარო კატებისთვის ყიდულობს.
ლონგი მთელი დღე ლაიმს ყიდის, რათა ამ ფულით კატებს საჭმელი უყიდოს.
ლონგმა შეიძლება საჭმელი თავისთვის არ იყიდოს, მაგრამ თავისი ცხოველებისთვის ყოველთვის ყიდულობს. ისინი მისი ოჯახი და მეგობრები არიან.
ერთხელ, ერთმა გოგომ გაიგო, თუ როგორ ცხოვრობდა ლონგი, როგორ აჭმევდა ცხოველებს და როგორ ზრუნავდა მათზე, მიუხედავად იმისა, რომ დახმარება თავად მასაც ესაჭიროებოდა.
გოგონამ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ლონგის კეთილი საქციელის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.
ახლა ადამიანები ლაიმს მხოლოდ ლონგთან ყიდულობენ ან უბრალოდ საკვები მიაქვთ მასთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს