ქალები, რომლებიც 50 წლის შემდეგ შავ ფანქარს იყენებენ, უხეშად გამოიყურებიან

0
765

ბევრი ქალი ყოველდღიური მაკიაჟის წასმისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. თვალის შავ ფანქარს იღებს და წლების მიერ შემუშავებული ჩვეული მოძრაობით ხაზებს ისვამს იმ იმედით, რომ ასე უფრო ლამაზი გამოჩნდება.  არ ითვალისწინებს ასაკობრივ ცვლილებებს, რომელმაც, სამწუხაროდ, სახეზე წლები დატოვა. ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი „საბრძოლო შეღებვა“ გონივრულია 20 წლის ასაკში,, მაგრამ მოწიფულ ასაკში მსგავსი იმპროვიზაციები სასაცილოდ გამოიყურება. სარკიდან (ცნობილია, რომ ის არ იტყუება) დანახული ანარეკლით იმედგაცრუებული ქალების უმეტესობა მაკიაჟის გაკეთებაზე საერთოდ უარს ამბობს. სულ ტყუილად! სწორად შერჩეული მაკიაჟი მსუბუქი ფერებით არა მხოლოდ სახეს განაახლებს, არამედ რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ წაისვათ მაკიაჟი სწორად.

მაკიაჟის წასმის ეტაპები მოწიფული ქალებისთვის

  1. დატენიანება სავალდებულოა. დამატენიანებელი კრემის წინასწარ წასმის გარეშე კოსმეტიკა კანს უფრო აშრობს, ნაოჭებს და ნაკეცებს, რომელიც უნდა დაემალა, კვეთს. თუ კანის ყოველდღიური გამოკვება და დატენიანება ჩვევად გექნებათ, შედეგი არ დააყოვნებს.
  2. კონსილერის ოსტატური გამოყენებით სახეზე მცირე ნაკლოვანებებს დამალავთ. მხოლოდ თვალების და წარბების ქვეშ უნდა წაისვათ.
  3. სახე რომ განაახლოთ, ტონალური კრემი წაისვით. ნაზი ტექსტურის ტონალური კრემი შეარჩიეთ, რომელიც კანის ნატურალური ფერისთვის შესაფერისია და ქალის იმიჯს ვიზუალურად აახალგაზრდავებს. თქვენ კანზე ოდნავ ღია ფერი დასაშვებია. ასე უფრო ახალგაზრდა გამოჩნდებით. მუქი ფერი ასაკს შეგმატებთ. ყოველდღიურად BB კრემის გამოყენებას გირჩევთ.
  4. რუმიანა სახეს ჯანსაღ ელფერს მისცემს. პასტელური ფერები ამ ამოცანას უკეთ უმკლავდება, ხოლო ყავისფერ და ქლიავისფერ რუმინას მოერიდეთ.
  5. თვალის ლაინერი არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ ყავისფერი ან ნაცრისფერი აირჩიეთ. ელეგანტურად გამოკვეთილი ზედა ქუთუთოები თვალს ვიზუალურად ზრდის. შავი „ისრები“ უფრო უხდება ახალგაზრდებს და არა ზრდასრულ „გოგოებს“.

თვალის შავი ფანქარი: სხვა რჩევები

  1. მყვირალა ჩრდილები ბზინებით დაივიწყეთ. სერიოზული ქალისთვის იდეალურია მქრქალი ფერები, რადგან ბზინვარე ქუთუთოები დეფექტს და ნაოჭებს უფრო აჩენს.
  2. ფანქრის ფერის ტუში, ნაცრისფერი ან ყავისფერი, გამოიყენეთ. ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენებისას ერთი ფენის წასმა საკმარისია, რომ გრძელი და სქელი წამწამების ეფექტი მიიღოთ. იაფი კოსმეტიკა შეიძლება ჩამოიყაროს და ქუთუთოებზე კვალი დატოვოს, გარეგნობას დაუდევარი იერი შემატოს.
  3. ტუჩები საერთო ფონიდან ძლიერ გამოკვეთილი არ უნდა იყოს. ბზინი და მარგალიტისფერი ახალგაზრდა სახეს უხდება, ხოლო ასაკოვან ქალს ვულგარულს ხდის. შესაფერისი ვარიანტია სატინის ტუჩსაცხი, რომელიც მოვლილი ქალის ტუჩებზე გლუვზე უკეთ გამოიყურება.

განსაზღვრეთ, რა გსურთ გამოკვეთოთ თქვენს იმიჯში. რაღაც ერთზე აქცენტი გააკეთეთ, მაგალითად, ტუჩებზე ან თვალებზე. კაშკაშა მაკიაჟი ახალგაზრდა გოგოსაც ასაკს მატებს, ხოლო ბრძენ და გამოცდილ მოდის მიმდევრებს ეს არ სჭირდებათ. სოლიდური ასაკის ქალი კაშკაშა ტუჩსაცხით და შავი ფართო წარბებით, ამაზე უფრო უგემოვნო იმიჯს ვერ იპოვით. გარეგნობაზე ექსპერიმენტები არ ღირს, რომ სხვების სახეებზე ღიმილი და გაოცება არ გამოიწვიოთ. იმედი გვაქვს, რომ ამ რჩევებით კოსმეტიკასთან ურთიერთობას გააუმჯობესებთ.