“ოჯახი – ეს არ არის…” ოთხი შვილის დედამ გულწრფელად გვიამბო, რა არის ოჯახი

145
  • ერთმანეთს რომ დავშორდეთ, მეორედ დაქორწინდები?ცოტა ხანს იფიქრა, მერე კი მიპასუხა:
  • ისეთ ლამაზ, ჭკვიან და მოსიყვარულე ქალზე ვარ დაქორწინებული, რომ არა მგონია მისი შემცვლელის პოვნა შევძლო.

მე ანა მქვია. მე და ჩემი მეუღლე უკვე 15 წელია დაქორწინებულები ვართ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ყოფილა, რის წარმოდგენაც კი შეიძლება. ჩვენ ერთად გავზარდეთ და ფეხზე დავაყენეთ ჩვენი 4 შესანიშნავი შვილი. ერთად დავფარეთ იპოთეკა და ერთად შევაგროვეთ თანხა აგარაკის მშენებლობისთვის. ჩვენ ერთად გადავლახეთ ოჯახური ურთიერთობის სამი კრიზისი, რომელიც ყოველ 5 წელში ხდება. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. ჩვენ მუდამ მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად.

მე იდეალური ქალი არ ვარ. სამზარეულოში შეიძლება დასარეცხი ჭურჭელი მქონდეს, სათამაშოები იყოს მიმოყრილი ბავშვების ოთახში ან დასაუთოებელი ტანსაცმელი ელაგოს კალათაში. ჩვენს ოჯახში ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ერთად ვართ.ჩემი ქმარი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით მექცევა და როდესაც ცუდად ვარ, თავად ეკიდება სახლის საქმეებს. ის ყოველთვის მამხნევებს, ძალასა და ენერგიას მმატებს, რის გამოც მისი მადლიერი ვარ.

ჩვენი ქორწინების არავის სჯეროდა. თავდაპირველად, ჩვენ თვითონაც არ გვჯეროდა, რადგან ძალიან განსხვავებულები ვართ. ჩვენ სხვადასხვა ხასიათი და ტემპერამენტი გვაქვს, სხვადასხვა მიზნები და გემოვნება. ჩვენ ერთად დასასვენებლად წასვლაც კი არ შეგვიძლია, რადგან ძალიან მალე ვიწყებთ ერთმანეთის გაღიზიანებას. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე დავისვენოთ, რათა ერთმანეთი მოგვენატროს და მოუთმენლად დაველოდოთ შეხვედრას. ამის მიუხედავად, ჩვენ ბევრი რამ საერთოც გვაქვს.

უცხო ადამიანს ვერ გამოიცნობ და ვერ გაუგებ, ასეა სხვისი ოჯახი და ურთიერთობაც. სრული სიმართლე მხოლოდ შეყვარებულებმა იციან.

ჩემი ქმარი ზოგჯერ მირეკავს და მეუბნება, რომ ერთი საათის შემდეგ ის და მისი მეგობრები ჩვენთან ბილიარდის სათამაშოდ მოვლენ. მე არ ვბრაზობ და არა იმიტომ, რომ ჩემი ქმრის გავლენის ქვეშ ვიმყოფები და მისი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და სტუმრის მიღება გვიყვარს. ამ ერთ საათში მე ხუთი კერძისგან შემდგარი ვახშმის მომზადებასაც ვასწრებ და სახლის დალაგებასაც.

ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და ერთმანეთის პირად საზღვრებს. მე არასოდეს ვუშლი ჩემს ქმარს მეგობრებთან ერთად დასვენებას, ისევე როგორც ის. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით.მე და ჩემმა ქმარმა მარტივად ცხოვრება ვისწავლეთ და თითოეული დღით ვხარობთ. მახსოვს, ერთხელ მასზე ძალიან გავბრაზდი და ინტერნეტში ბინის ძებნა დავიწყე, სადაც გადასვლას შევძლებდი.ამ დროს ჩემმა შვილებმა გიტარა მოიტანეს და ჩემმა ქმარმა მელოდიის დაკვრა დაიწყო, რომელიც ჩემი ლექსისთვის შექმნა. ეს რაღაც საოცრება იყო.

ამ მომენტში გამახსენდა, თუ რა ბევრს ნიშნავს ის ჩემს ცხოვრებაში. გამახსენდა, როგორ მამშვიდებდა, როდესაც მეგობარმა მიღალატა, როგორ მაწყნარებდა, როდესაც ბებია გარდამეცვალა, როგორ მიმზადებდა შაბათობით საუზმეს, როდესაც მე ჯერ კიდევ მეძინა. გამახსენდა, როგორ მიჰყავდა ბავშვები თავისუფალ დროს პარკში სასეირნოდ, როდესაც მე ჩემს მორიგ სტატიას ვწერდი. “სად ვიპოვი კიდევ ისეთ ადამიანს, როგორიც ის არის?” – მიკარნახა ჩემმა შინაგანმა ხმამ და მე ამაზე ნამდვილად დავფიქრდი.მძიმე სიტუაციები ყველა წყვილს აქვს, მაგრამ დანებება და ხელების ჩამოშვება არ შეიძლება.

ოჯახი – ეს არ არის შვილების ერთად აღზრდა. შვილების აღზრდა ცალ-ცალკეც შეიძლება. ოჯახი – ეს არ არის ერთ ტერიტორიაზე ერთად ცხოვრება. ასე მეგობრებსაც შეუძლიათ ცხოვრება. ოჯახი – ეს არ არის ერთად გართობა და ერთობლივი პროექტები. ამისთვის თანამოაზრეები და კოლეგები არსებობენ. ოჯახი – ეს არ არის შვილები. შვილები ჩვენს ცხოვრებაში დროებითი ადამიანები არიან. ისინი მოდიან, შემდეგ იზრდებიან და საკუთარი გზებით მიდიან.

ოჯახი – ეს არის ორი ნახევრის კავშირი, რომლებიც ერთმანეთს ავსებს. ოჯახი – არის ორი ადამიანი, რომლებიც ყოველთვის ერთად არიან. ოჯახი – ეს არის მხარდაჭერა, სიყვარული და გაგება. ოჯახზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს