ყველა ქალს სურს, რომ ლამაზი და მოვლილი იყოს, მაგრამ კარგი ოსტატის პოვნა არც ისე მარტივია. ზოგჯერ გოგონები გამოუცდელ და ნაკლებად ცნობილ ოსტატებთან თანხის დაზოგვის მიზნით მიდიან, ზოგიერთები კი უბრალოდ საკუთარ არჩევანში ცდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამისაგან დაზღვეული არავინ არ არის და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვდეს გამოუცდელ ოსტატთან. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამოხმაურებების წაკითხვა, ნაცნობების მოძებნა, რომელთაც უკვე ჩაიტარეს მსგავსი პროცედურები იმ სპეციალისტთან, ვისთანაც თქვენ აპირებთ პროცედურის ჩატარებას.
აი, გამოუცდელი ოსტატების მიერ ჩატარებული სილამაზის პროცედურების ორი ფოტო.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ თქვენ დაზოგვის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ და მხოლოდ პროფესიონალებს მიმართავთ.
ასევე გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზედაც რამდენიმე საუკუნის წინანდელი სილამაზის სალონებია გამოსახული. რა თქმა უნდა, მათ თანამედროვე სალონებს ვერ შევადარებთ. დღეს სილამაზის სალონში ვიზიტი გასეირნებას ან დასვენებას უტოლდება, ადრე კი ასეთი ვიზიტები საკონცენტრაციო ბანაკებში დაკითხვას უფრო ჰგავდა.
ძველ დროში, ლამაზმანებს თმას სწორედ ასე უხვევდნენ. სასურველი კულულების მისაღებად ქალებს ასეთ პოზაში ჯდომა საათობით უწევდათ.
სწორედ ასე გამოიყურებოდა ოდესღაც ვიბრომასაჟორი. ის ქალებს გახდომაში ეხმარებოდა, წელს აწვრილებდა, კუნთებს კი ტონუსს უბრუნებდა.
ეს კი სახის ვაკუუმ-მასაჟორია. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებდა, კანს ჟანგბადით აჯერებდა და მკვრივსა და გლუვს ხდიდა.
სწორედ ასე გამოიყურებოდნენ ლამაზმანები სანაპიროზე მცხუნვარე მზის ქვეშ. მოგვიანებით, ეს მოსასხამები მზისგან დამცავი კრემებით ჩაანაცვლეს.
ეს კი პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის მოსაშორებელი პროცედურაა, რომელსაც ოცდაათიან წლებში ნახშირორჟანგის მეშვეობით აკეთებდნენ.
40-იანი წლების სპეციალური ნიღაბი, რომელიც უზრუნველყოფდა სახის კანის გათბობას გაწმენდისა და პილინგის წინ.
მასაჟის სავარძელი სპეციალური მეტალის ზამბარებით, რომელიც ლამაზმანების ფეხებს იდეალურად სწორსა და გამხდარს ხდიდა.
ეს კი წინა საუკუნის დროინდელი გასაჭიმი ტრენაჟორია.
სახის კანის გასამკვრივებლად და მისთვის სიახლის დასაბრუნებლად მას ოდითგანვე ყინულს ადებდნენ. ასე გამოიყურებოდა ყინულის ნიღაბი, რომელსაც სახეზე იკეთებდნენ.
ეს კი ნამდვილი სენსაციაა, რომელიც ახლა არსად არ არის. სახის ბუნებრივი ფერის აღმდგენი ნიღაბი, რომელიც ატმოსფერული წნევის შემცირების ხარჯზე სახეს ვარდისფერ ფერს მატებდა.
ასეთი მარტივი მოწყობილობა ლამაზმანების ლოყებს უფრო გამომხატველს ხდიდა და ლოყებზე ფოსოების გაჩენის გარანტიას იძლეოდა.
ქიმიური დახვევის კიდევ ერთი აპარატი, ამჯერად ოცდაათიანი წლებიდან.
ძალიან “კომპაქტური” და “მოსახერხებელი” ფენი ოციანი წლებიდან.
სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გრიმის იდეალურ დატანას უზრუნველყოფდა. ის ოცდაათიან წლებში მაქს ფაქტორმა გამოიგონა.
ანტიასაკობრივი ნიღბები, რომლებიც ნებისმიერ ნაოჭებს ასწორებდა.
ნატურალური ხილის ნიღაბი.