მდიდარმა ჩინელმა მშობლიური სოფლის მაცხოვრებლებს მდიდრული ვილები აუგო. თუმცა, ახლა ცარიელი სახლები თანდათან ინგრევა…

1127

როგორც ბრძნული გამონათქვამი ამბობს: “კეთილი საქმის გასაკეთებლად, აუცილებელი არაა ბევრი ფულის ქონა. მთავარი კეთილი გულია.” რა თქმა უნდა, ამაში სიმართლე ნამდვილად დევს, თუმცა, თუ ფინანსურადაც შეგიძლიათ დახმარება – ეს მხოლოდ უპირატესობაა.

ჩინელმა მილიარდერმა ჩენ შენმა გადაწყვიტა, თავის მშობლიურ სოფელს დახმარებოდა. მამაკაცმა 32 მილიონამდე დახარჯა სამსართულიანი ვილების ასაშენებლად.

სახლებში 5-5 საძინებელი და 2-2 მისაღები ოთახი, ავტოფარეხი და ბაღია. ყოველ რამდენიმე ვილას აერთიანებს კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები და საკონცერტო სცენები.

მშენებლობა 2016 წელს დასრულდა, თუმცა სახლებში დღემდე არავინ ცხოვრობს. საქმე უძრავი ქონების ფასში არაა, რადგან საცხოვრებელი სრულიად უსასყიდლოდ გაიცემოდა.

2013 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 190 ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა, მშენებლობის დროს დასახლებაში კიდევ გადმოვიდა რამდენიმე ოჯახი. მაშინ ჩენ შენმა კიდევ რამდენიმე ათეული სახლის აშენება გადაწყვიტა, რათა ყველა უზრუნველეყო საცხოვრებლით.

როგორც კი მშენებლობის გეგმა გაცხადდა, ხალხმა იმაზე დაიწყო ჩხუბი, თუ ვის შეხვდებოდა არა ერთი, არამედ ორი ვილა. ერთნი ამბობდნენ, რომ ბევრი ბავშვის გაჩენას აპირებდნენ, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ მეორე ვილა ახალი ოჯახის შესაქმნელად სჭირდებოდათ. ახალდაქორწინებულები ხომ მშობლებთან ერთად არ იცხოვრებდნენ.

ასევე, უკან დაბრუნდნენ სოფლის ძველი მაცხოვრებლები, რომლებსაც უეცრად მოუნდათ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება და საცხოვრებელზე თავიანთი უფლებები წამოაყენეს.

როგორც კი ჩენ შენი დასახლებაში მოვიდა, მას მაშინვე გარს შემოეხვია ადამიანები თხოვნით, რომ თვითონ გადაეწყვიტა, ვის შეხვდებოდა ორი სახლი. მამაკაცი იმდენად იმედგაცრუებული იყო ადგილობრივების საქციელით, რომ სოფელში დღემდე აღარ მისულა. სახლებში დღემდე არავინ ცხოვრობს.

გარდა საცხოვრებელი ფართებისა, გულუხვი ჩენი გეგმავდა ბაღის გაშენებასა და ფერმის აშენებას, რათა ადამიანები სამუშაო ადგილებითაც უზრუნველეყო. თუმცა, ამ ყველაფერს ახდენა არ ეწერა, ადამიანების უმადურობისა და სიხეპრის გამო.

შენობები კი ვანდალიზმის ობიექტებად იქცა. არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები, გააფუჭეს რემონტი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს