დენისმა და მამამისმა ასზე მეტი კატის სიცოცხლე გადაარჩინეს

0
56

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში დენისის ისტორიას გიამბობთ.

ყველამ იცის, რომ როდესაც სახლში შინაური ცხოველები არიან, ბავშვები უფრო კეთილები და მგრძნობიარენი ხდებიან.

დენის კალმიკოვი თავის ოჯახთან ერთად ვლადივოსტოკში ცხოვრობს. ის მხოლოდ 7 წლის არის და მას უკვე უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მან ასზე მეტი კატისა და ძაღლის სიცოცხლე გადაარჩინა.

მისი ცხოვრება ცხოველთა თავშესაფრის მონახულების შემდეგ შეიცვალა. მამას უფროსი ქალიშვილისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა და დენისიც თან გაიყოლა. ეს ცხოველების გადარჩენის საწყის წერტილად იქცა.

დენისი და მამამისი ქუჩაში უსახლკარო ცხოველებს პოულობენ და ოჯახების პოვნაში ეხმარებიან. ერთხელ მათ ოროთახიან ბინაში ერთდროულად დაახლოებით 20 კატა ცხოვრობდა. ოჯახი დახმარებაზე უარს არასოდეს ამბობს და ყოველთვის მზად არის, რომ მორიგ “უსახლკაროს” დაეხმაროს.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მსგავსი საქმიანობა მატერიალურ ხარჯსაც მოითხოვს. ვეტერინარებს თანხას ოჯახის ბიუჯეტიდან უხდიდნენ. მათ ზოგჯერ მეგობრები და კეთილი ადამიანები ეხმარებიან. ასე დაფუძნდა კალმიკოვების ოჯახის ცხოველთა დახმარების ფონდი. ამ საქმიანობაში მთელი ქალაქი ჩაერთო. რადიოს მეშვეობით დენისისა და მამამისის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო და მათ ფინანსურად ეხმარებიან. ვეტერინარული კლინიკები ოჯახს ფასდაკლების პროგრამებს სთავაზობენ, რათა მათ უფრო მეტი ცხოველის მკურნალობა შეძლონ.

მკურნალობისა და სრული ადაპტაციის შემდეგ, ცხოველები საკუთარ სახლს და ოჯახს პოულობენ. ადამიანებს სიამოვნებით მიჰყავთ ისინი სახლში და ისინი ოჯახის განუყოფელი ნაწილი ხდებიან. კალმიკოვები მუდმივ კავშირში არიან ცხოველების ახალ პატრონებთან. მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ცხოველი კარგ და საიმედო ხელშია.

დენისი ძალიან წუხს იმ საქციელისა და სისასტიკის გამო, რომელსაც ადამიანები ცხოველების მიმართ ავლენენ. მის პატარა თავში ეს არ ჯდება.

ადამიანებო, გთხოვთ, უფრო კეთილები იყავით, რადგან თითოეული კარგი საქციელი სამყაროს კიდევ უფრო ნათელს ხდის.