ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვაჟმა ცოლი მიატოვოს და შვილი წაართვას, მაგრამ არაფერი გამომდის

0
301

ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანი თავის რწმენაში აბსურდამდე მიდის. როგორც, მაგალითად, ეს ქალი. მას ამქვეყნად ყველაფერზე მეტად უნდა, რომ ვაჟი განქორწინდეს და რძალი სახლიდან გააგდოს. სამწუხაროა, რომ ეს მათი ოჯახის ბედნიერებაზე მეტად სურს. Paparazzi ამ ქალის ისტორიას გიამბობთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

„ახლა ყველაფერზე მეტად მინდა, რომ ჩემმა ვაჟმა ცოლი მიატოვოს და შვილი წაართვას. ამაში მთელი ძალა ჩავდე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. არ ესმის, რომ მისთვის საუკეთესო მინდა. ჩემი შვილი ამირანი ძალიან მუყაითი და კარგი ბიჭია. მარტომ გავზარდე, მხოლოდ საუკეთესო თვისებები გადავეცი. პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობდა და კარგ სამსახურში მოეწყო. ვფიქრობდი, რომ იქ ღირსეულ ცოლს შეხვდებოდა, მაგრამ ის სადღაც სხვაგან იპოვა.

ცისია სოფლიდან არის. ეტყობა კიდეც, საიდან ჩამოვიდა. გასაგებია, რომ ჩემს შვილს გადაეკიდა. ვუთხარი, რომ ასეთ გოგოებთან მხოლოდ გართობა შეიძლება. სახლში ასეთი რძალი არ მჭირდება. ჩემი ამირანი ლამაზი და ჭკვიანია. ის სოფლელი ბელეშა. მეგონა, ესმოდა, რომ ის მისი შესაფერისი არაა, თუმცა რამდენიმე თვეში სახლში მომიყვანა. მითხრა, რომ მალე ბებია გავხდები, დაქორწინებას და აქ ცხოვრებას აპირებენ. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მეხვეწებოდა. სხვა გეგმა მოვიფიქრე: მათი დაშორება.

გოგო ჩემს სიამოვნებას მთელი ძალით ცდილობს. სახლს ალაგებს, კერძებს ამზადებს, დილით ყავას მიდუღებს, მაგრამ ამით ვერაფერს გახდება. მისი წყობიდან გამოყვანას ვცდილობ, მაგრამ გაწვრთნილი ძაღლივით ჩემ ირგვლივ ტრიალებს და ამბობს, რომ კონფლიქტი არ სურს. აშკარა შეურაცხყოფაზეც არ რეაგირებს. როცა ბავშვი გააჩინა, მაშინვე მამობის ტესტი მოვითხოვე. 2 კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვი ჩვენია. მაშინ დახმარებაზე უარის თქმა გადავწყვიტე. იქნებ, როცა უფულოდ დარჩებიან, მიატოვოს. შვილი 1 კვირა არ მელაპარაკებოდა, მაგრამ ფული არ უთხოვია. ალბათ, კარგი შემოსავალი აქვს, ამიტომ ვერ მოვახერხე მათი დაშორება.

როცა ჩემი ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა, შეტევაზე გადავედი. როცა ვაჟი სახლში არ იყო, ცისიას დაველაპარაკე. ქმარ–შვილის მიტოვების სანაცვლოდ ფული შევთავაზე. მეგონა, გაუხარდებოდა, მაგრამ უარი მითხრა, თან ამირანს ყველაფერი მოუყვა. იმავე დღეს ნივთები შეაგროვეს და წავიდნენ. წარმოგიდგენიათ? დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი დახმარების იმედი არ ჰქონდეთ. თუ დახმარება სურს, თავისი თავქარიანი მიატოვოს და შვილიშვილთან ერთად ჩემთან მოვიდეს. მანამდე მასზე არაფრის გაგება მსურს. ტელეფონი გამითიშა. იმედი მაქვს, მალე გონს მოვა. ნუთუ შეიძლება იყოს ვინმე ღვიძლ დედაზე უფრო მნიშვნელოვანი?“

ვფიქრობთ, რომ ამ ქალს აკვიატებული იდეა აქვს, რომ შვილი და რძალი დააშოროს. რძალიც დატანჯა და ვაჟიც. ადამიანების და მათი ცხოვრების მიმართ პატივისცემას საერთოდ არ იჩენს. ვფიქრობთ, რომ შვილი დედასთან დაბრუნებას აღარ ისურვებს. სამწუხარო ისტორიაა, რადგან ქალმა შვილთან ურთიერთობა საკუთარი ხელით გააფუჭა.