საზრიანობა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში გამოადგება. ყველა თვლის, რომ საკმარისად ჭკვიანია, მაგრამ ამ რწმენას რეალობაში მტკიცებულება ყოველთვის არ აქვს, რაც ზოგისთვის იმედგამაცრუებელი შეიძლება იყოს. გსურთ თქვენი შესაძლებლობების შემოწმება? Paparazzi გთავაზობთ ამოცანებს უფროსებისთვის. არასტანდარტული ამოცანები დაფიქრებას გაიძულებთ. ნახეთ, რამდენად სწრაფად და მარტივად იპოვით გადაწყვეტილებას. სტატიის ბოლოს პასუხები შეამოწმეთ.
ამოცანები ხრიკებით უფროსებისთვის
1. პირველი ამოცანა თქვენს ლოგიკას შეამოწმებს. შეძლებთ ქვემოთ მოცემულ სურათზე აღწერილი სიტუაციის გაგებას? როგორ შეიძლება იყოს, რომ კაცმა სამი საჩუქარი მოიტანა, მაგრამ მიმღები ერთდროულად ორი დედა და ორი ქალიშვილია?
2. მეორე ამოცანად საინტერესო მაგალითებს გთავაზობთ. აქ ნომრების ნაცვლად ნაძვის ხეები, ვარსკვლავები და სასაჩუქრე ყუთებია. რომელი რიცხვები იმალება ამ სურათების უკან? შეგიძლიათ მიხვდეთ, სად არის ხრიკი?
3. და ბოლოს, გთავაზობთ ამოცანას, სადაც ორი ქალი და არც თუ ისე იღბლიანი კაცია გამოსახული. როგორც ჩანს, ქალები მის გამო ჩხუბობენ. ვიცით, რომ უკმაყოფილო ქალებიდან ერთ–ერთი ამ უბედურის ცოლია. შეძლებთ გამოიცნოთ, ვინ არის ცოლი?
მინიშნებები და პასუხები
- სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია. გიორგიმ საჩუქრები გაუკეთა სამ ქალს: საყვარელ მეუღლეს, არა ნაკლებ საყვარელ სიდედრს და საკუთარ ქალიშვილს. ვინაიდან მისი ცოლი დედაც და ქალიშვილიც არის, ამოცანაში აღწერილი პირობა გამოვიდა.
- პირველი მაგალითად გამოდის, რომ ნაძვის ხის უკან იმალება 120 ÷ 3 = 40. შემდეგ 2 ვარსკვლავის უკან არის (100 – 40) ÷ 2 = 60 ÷ 2 = 30, 1 ვარსკვლავი გამოდის 30 ÷ს. 2 = 15. მესამე მაგალითი ამოვხსნათ. სამი ვარსკვლავი არის 3 × 15 = 45. წითელი სასაჩუქრე ყუთის უკან იმალება 105 – 40 – 45 = 20. ბოლო მაგალითი ხდება 15 + 20 = 35. ამ ამოცანის ამოხსნა უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობთ.
- უბრალოდ სამივე პერსონაჟის ხელებს დააკვირდით. ხედავთ, რომ კაცს არათითზე ბეჭედი უკეთია? ამ ორი ქალიდან მსგავსი ბეჭედი მხოლოდ ერთს აქვს. ეს არის ქალი, რომელსაც ნარინჯისფერი კაბა აცვია. ის ამ უბედურის ცოლია.