დილამდე რომ არ იწრიალოთ საწოლში, ეს ხრიკი სცადეთ. 2 წუთში დაიძინებთ

8039

ხდება ისე, რომ საღამოს გეგმავთ კარგად გამოძინებას, რომ დილით დასვენებულმა გაიღვიძოთ. საღამოს ყველა საქმეს აკეთებთ, საწოლში წვებით, თვალებს ხუჭავთ და არაფერი ხდება. საწოლში წრიალებთ, დაძინებას ცდილობთ. გადის 1 საათი, მეორე, რული არ გეკარებათ. დილით დაღლილი და დაქანცული იღვიძებთ. ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. დღეს ვისაუბრებთ, რა დაგეხმარებათ დაძინებაში. Paparazzi გიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომელიც 2 წუთში ღრმად დაძინებაში დაგეხმარებათ.

რა დაგეხმარებათ დაძინებაში – ადამიანი გაღიზიანებული და დაღლილია, როცა კარგად გამოძინებას ვერ ახერხებს. ასეთი ღამის შემდეგ დილით ყველაფრის განადგურება სურს. ეს გასაგებია, რადგან ნერვულმა სისტემამ ვერ დაისვენა, ხოლო სხეული სტრესს განიცდის. არსებობს მეთოდი, რომელიც 2 წუთში უპრობლემოდ დაგაძინებთ. გპირდებით, ცხვრების დათვლა არ მოგიწევთ. ამ მეთოდს იყენებენ ადამიანები, რომელთაც პროფესიის გამო ექსტრემალურ სიტუაციებთან შეჯახება უწევთ. ამის წყალობით ჯარისკაცები და მესანგრეები მყისიერად იძინებენ. თქვენც შეძლებთ. მხოლოდ უნდა დამშვიდდეთ და მოდუნდეთ. ერთად ვისწავლოთ.

რა გავაკეთოთ სწრაფად დასაძინებლად?

  1. პირველ რიგში, მოიშორეთ ყველაფერი, რაც ყურადღებას იპყრობს. კომპიუტერი გამორთეთ, ტელეფონი გადადეთ. ოთახში უნდა ბნელოდეს და სიწყნარე უნდა იყოს, რამდენადაც შესაძლებელია.
  2. კომფორტულად დაწექით და კუნთები მოადუნეთ. გულში შეგიძლიათ თქვათ: „ჩემი სახე მოდუნებულია, ჩემი მხრები მოდუნებულია“. იგრძენით, როგორ დუნდება სხეულის თითოეული ნაწილი და მძიმდება. თვალები არ დახუჭოთ და კბილები არ დააჭიროთ. ამ შეგრძნებაზე კონცენტრირდით.
  3. სწორი სუნთქვა დაუმატეთ. 4 თვლაზე ცხვირიდან ჩაისუნთქეთ, სუნთქვა 7–ზე შეიკავეთ და 8–ზე ნელა ამოისუნთქეთ. ნელა დათვალეთ, რიტმი არ დაარღვიოთ. რამდენიმე წუთში იგრძნობთ, რომ გულმკერდი ნელა ამოდის. მოდუნებული და მშვიდი ხართ.
  4. სუნთქვაზე კონცენტრირდით და სხვა არაფერზე იფიქროთ. ამ ეტაპის შემდეგ დილით დასვენებულმა და ენერგიით სავსემ უნდა გაიღვიძოთ.

ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, რომ სიმართლე იყოს. სანამ გააკრიტიკებთ, თავად გამოცადეთ. დარწმუნებული ვართ, 2 წუთში ტკბილად დაიძინებთ. არანაირი ძილის პრობლემები არ შეგაწუხებთ. ტკბილ ძილს გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს