როცა ვნერვიულობ, პეროგს ოლგა მატვეის რეცეპტით ვაცხობ, მაშინვე ვმშვიდდები

0
526

შინ გამომცხვარი ტკბილეული ყოველთვის უფრო გემრიელი და არომატულია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. თან სამზარეულოში საკუთარი ხელით მომზადებული დესერტის ჩაიზე მიყოლება უფრო სასიამოვნოა. ამ შემთხვევაში ზუსტად იცით, რომელი პროდუქტები გამოიყენეთ, ამიტომ მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ. Paparazzi უკრაინელი დიასახლისის, ოლგა მატვეის განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ. იოგურტის პეროგი იმდენად მარტივია, რომ გამოუცდელი კულინარიც გაუმკლავდება. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ღუმელში შედგით.

ინგრედიენტები:

  • 125 გ იოგურტი (დანამატების გარეშე)
  • 3 კვერცხი
  • 250 გ შაქარი
  • 190 გ ფქვილი
  • 90 მლ მცენარეული ზეთი
  • 5 გ გამაფხვიერებელი
  • ცოტა ვანილი

მომზადების წესი:

  1. იოგურტის ჭიქა არ გადააგდოთ, პროცესში გამოგადგებათ. იოგურტი დიდ თასში ჩაასხით, ოთახის ტემპერატურის კვერცხი და ვანილი დაუმატეთ. მიქსერით აურიეთ.
  2. მიღებულ ნარევს შაქარი დაუმატეთ. სხვათა შორის, შაქარი იოგურტის ჭიქით შეგიძლიათ გაზომოთ. ეს ჭიქა 125 გრამიანია, ჩვენ კი 250 გრამი გვჭირდება, ამიტომ ზუსტად 2 ჭიქა შაქარი ჩაყარეთ.
  3. თუ ფქვილს იოგურტის ჭიქით გაზომავთ, 2 ჭიქა დაგჭირდებათ. ფქვილიც კვერცხის ნარევს დაუმატეთ. ცოტა გამაფხვიერებელი, ნახევარი ჭიქა მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ცომის მომზადება დასრულებულია. მიქსერი ჩართეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  4. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. 180 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ, მზადაა თუ არა.
  5. მზა პეროგი ღუმელიდან გამოიღეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, ასე ფორმას თავისით მოშორდება. ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელი ფხვიერი პეროგი მზადაა. ჩაიდანი დადგით და ყველას სუფრაზე დაუძახეთ. გემრიელად მიირთვით.

ასეთი პეროგი რაღაცით კულიჩს და ფანქეიქს ჰგავს. მთელი ოჯახისთვის კარგი ბიუჯეტური დესერტია. თუ ბევრი სტუმრის მიღებას აპირებთ, ინგრედიენტების მოცულობა 2-2,5-ჯერ გაზარდეთ და დიდი პეროგი დიდ საცხობ ფორმაზე გამოაცხვეთ. მინიმალურ დროს დახარჯავთ, რაც დაგეხმარებათ, როცა დრო არ გაქვთ.