კაცი ფიქრობდა, რომ მისი ცოლი 5 ბავშვს ელოდა. მშობიარობის დროს ტყუილი გამოაშკარავდა

1157

ფანტომური (ცრუ) ორსულობა ნაკლებად შესწავლილი ფსიქოლოგიური ფენომენია. ამ მდგომარეობაში ქალი სერიოზულად დარწმუნებულია, რომ ბავშვს ელოდება. მათ ილუზიას ჩვეული სიმპტომები ხელს უწყობენ: მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა, მზარდი მუცელი და ლაქტაცია.

2013 წელს პოლ სერვი ბარბარე ბენვენიუს შეხვდა და ორ კვირიანი ურთიერთობის შემდეგ გაიგო, რომ ბარბარე ორსულად იყო. თავიდან ქალი ამბობდა, რომ ერთ ბავშვს ელოდა, შემდეგ პოლმა ტყუპების შესახებ გაიგო. მოკლე დროში სამის, შემდეგ კი ოთხი ბავშვის შესახებ სიახლე გადაიტანა! საბოლოოდ, ცოლმა უთხრა, რომ ხუთ ბავშვს ელოდა!

ოჯახმა სხვადასხვა საშუალების შესაგროვებლად კამპანია წამოიწყო, რადგან 5 ბავშვის რჩენა საკმაოდ რთული საქმე იყო. ბარბარეს მუცელთან ერთად წყვილის ოჯახური კეთილდღეობაც იზრდებოდა, ხოლო სახლი ბავშვის ნივთებით გაივსო.

მეცხრე თვეში მან კუმშვების დაწყება იგრძნო, პოლმა სასწრაფოდ სამშობიაროში გადაიყვანა. ექიმების განცხადებამ კი მისი სამყარო თავიდან ბოლომდე შეცვალა: მთელი ეს დრო ბარბარე ცრუ ორსულობას განიცდიდა. არადა, უბედურმა კაცმა უკვე საწოლები შეიძინა და თითოეულ ბავშვს სახელი დაარქვა!

ბარბარეს ახლობლები ირწმუნებიან, რომ ის აფერისტია. მათი თქმით, ადრე ბარბარე ამბობდა, რომ სასიკვდილო დაავადება, გულთან დაკავშირებული პრობლემები და სიმსივნე ჰქოდა. ბარბარეს ყოფილი შეყვარებულიც პოლის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა: ტყუჩების გაჩენას ისიც ვერ მოესწრო.

ახლა ქალი მისთვის საუკეთესო ადგილას იმყოფება: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. აქ მას ცრუ ორსულობის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარებიან, მაგრამ საჭიროა კი? ბარბარე მართლაც უნიკალური ადამიანია, რომელიც მზადაა მოგების მიზნით საკუთარი სხეული ასე გაწვრთნას.

პოლი საკმაოდ გულუბრყვილო აღმოჩნდა და ბარბარეს სიტყვებს ენდო. კაცი ხუთი შვილის მოლოდინმა დაიპყრო და ეიფორიის მდგომარეობაში არც კი უფიქრია, რომ მწარედ მოატყუეს. არადა, აფერისტის ტყუილს ულტრაბგერითი ექოსკოპიით და სისხლის ანალიზით გამოაშკარავებდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს