მზარეულს გამოვტყუე წვნიანი ქათმის კატლეტის რეცეპტი გოსტ–ის მიხედვით

0
479

„კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის“ – ამბობდა ბებიაჩემი და აბსოლუტურად მართალი იყო. ოღონდ საკუთარი გამოცდილებით დავადასტურე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების მადლიერების და სიყვარულის გზა ერთნაირად გატკეპნილია. ამაში დამარწმუნა წვნიანი ქათმის კატლეტებმა, რომლის რეცეპტი პირველად 1959 წელს წიგნში „კულინარია“ დაიბეჭდა. ადრე ვთვლიდი, რომ ყველა თავმოყვარე დიასახლისმა კატლეტის მომზადება უნდა იცოდეს. რა არის ამაში რთული? აიღეთ ფარში, თეთრი პური, ხახვი, სანელებლები, აურიეთ და შეწვით. მთავარია, მომზადებისას სული ჩადოთ! შედეგი ყოველთვის მახარებდა. მოგვიანებით გავიგე, რომ „სულსაც“ პროპორციების დაცვა სჭირდება. ძველ წიგნში მითითებული ინგრედიენტების რაოდენობის და წონის დაცვით გავაკეთე უგემრიელესი კატლეტები კარაქის ნაზი არომატით. ამ საოცარი კერძის რეცეპტს ყველა მეგობარი მთხოვდა, ამიტომ ჩემი საიდუმლოს გამხელა გადავწყვიტე.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 250 გ თეთრი პური ან ბატონი უქერქოდ
  • 350 მლ რძე
  • 30 გ კარაქი
  • საფანელი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ქათმის ფილე ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ მსხვილად გაატარეთ. შემდეგ კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ.
  2. პურს ქერქი მოაშორეთ და რბილობი რძეში ჩაალბეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და ფარშს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. მთელი მასა კიდევ ერთხელ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფარშს მარილი მოაყარეთ და ოთახის ტემპერატურის კარაქი დაუმატეთ.
  4. მასას კარგად აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. პროდუქტებს გასაცნობად ცოტა დრო მიეცით.
  5. ახლა კატლეტები გააკეთეთ და თითოეული საფანელში ამოავლეთ. კატლეტები ცხელ ტაფაზე მცენარეული ზეთის და კარაქის ნარევში შეწვით. თითოეული მხრიდან 3–4– წუთით შეწვით. თავსახურის დახურვა საჭირო არაა.
  6. შემწვარი კატლეტები გვერდულად დააწყვეთ, ტაფას თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე 7 წუთით ჩაშუშეთ. კერძი მზადაა. აღმაფრთოვანებელი კატლეტებით ოჯახის წევრებს და სტუმრებს თამამად შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ.

ძვირადღირებული ქათმის გულმკერდის ნაცვლად ხორცი ბარკლებს შეგიძლიათ ჩამოაჭრათ, ასე კერძის გემო არ გაუარესდება. კანი და ხრტილები აუცილებლად მოაშორეთ, ფარშს არ დაუმატოთ. ცივი კარაქი პატარა ნაჭრებად შეგიძლიათ დაჭრათ და თითოეული კატლეტი მასში გაახვიოთ. ცხელი კატლეტები უფრო წვნიანი გახდება. ხალხური სიბრძნე ამბობს: „ფაფას კარაქით ვერ გააფუჭებთ!“ ყველა მიჩვეულია კატლეტში ბატონის დამატებას. მის ნაცვლად თეთრი პური სცადეთ. ასე უფრო ფაფუკ კატლეტებს მიიღებთ. თუ სახლში საფანელი არ გაქვთ, არ იდარდოთ: გამხმარი პური სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ (ოღონდ არა შავი), ჩამოჭრილი ქერქიც გამოგადგებათ. თუ გახუხული პური არ გაქვთ, სიმინდის ან ხორბლის ფქვილი გამოიყენეთ. ერთ დროს დედამთილმა კატლეტის მომზადების მთავარი პირობა „საიდუმლოდ“ გამიმხილა. კატლეტი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს და მეუღლეს მოეწონოს, აუცილებლად მშიერი უნდა იყოს. გემრიელად მიირთვით!