ბუმბულივით ფაფუკი არაჟნის ნამცხვარი. ყოველ შაბათ–კვირას ვაცხობ

0
946

თუ შოკოლადი ჩემსავით გიყვართ, მაშინ დღევანდელი ნამცხვრით ჩემს აღფრთოვანებას გაიგებთ. შოკოლადის ბისკვიტის და კრემის კომბინაცია უბრალოდ საოცარია. ბისკვიტი უნაზესი და ოდნავ სველია, ხოლო კრემი სქელი და სასიამოვნო ტექსტურით. გემოების ნამდვილი ვულკანია და არა ნამცხვარი. Paparazzi შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 150 გ შაქარი
  • 150 მლ კეფირი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 170 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 600 გ არაჟანი
  • 200 გ რძიანი შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მომზადებით დაიწყეთ. კვერცხი საშუალო ზომის თასში ჩატეხეთ, მწიკვი მარილი და შაქარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. მცენარეული ზეთი და არაჟანი (ნებისმიერი ცხიმიანობის) დაუმატეთ. ასე ბისკვიტი სველი და ფაფუკი გამოვა. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ და ნარევს დაუმატეთ. კაკაოც დაუმატეთ. ყველაფერს აურიეთ და ერთგვაროვან ცომად აქციეთ.
  3. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. გრძელი მართკუთხა ფორმის გამოყენებას გირჩევთ, რომ შემდეგ ბისკვიტი შუაზე გაყოთ. მრგვალიც გამოგადგებათ, ამ შემთხვევაში ბისკვიტი სიგრძეზე გაჭერით. ცომი ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. აკონტროლეთ, რომ ბისკვიტი არ დაიწვას.
  4. სანამ ბისკვიტი ცხვება, კრემი მოამზადეთ. არაჟანი აიღეთ. რაც უფრო ცხიმიანია, მით უკეთესი. არაჟანს გამდნარი შოკოლადი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კრემს მეტი არაფერი დაუმატოთ, უკვე საკმარისად ტკბილი და გემრიელია.
  5. როცა ბისკვიტი ოდნავ შეგრილდება, ორ ნაწილად გაყავით. კიდეები მოაჭერით, რომ ნაფშვენი გააკეთოთ. ბისკვიტის ნახევარი თეფშზე დადეთ, ზემოდან ნახევარი კრემი წაუსვით. მეორე ფენა ბისკვიტი დაადეთ. დარჩენილი კრემი ზემოდან და გვერდებზე წაუსვით. ბოლოს ნაფშვენი მოაყარეთ.  მაშინვე სუფრაზე გაიტანეთ.

ნამცხვარი კარგია იმით, რომ მაშინვე მაგიდაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. ლოდინი საჭირო არაა, სანამ გემოები ერთმანეთს შეერევა. ბისკვიტი წარმოუდგენლად ნაზი გამოდის, რაღაცით ბრაუნს ჰგავს. კრემი ბევრია და ძალიან გემრიელი. ოღონდ ნამცხვარი მალე ქრება.