ან მის ძაღლს უნდა დავუმეგობრდე, ან ახალი შეყვარებული უნდა მოვძებნო

0
163

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნინა გვიამბობს.

ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ და ლამაზ ძაღლზე, მაგრამ ალერგია მაქვს და მშობლები ძაღლის ყოლის ნებას არ მრთავდნენ.

ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი. თავიდან უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებოდით, მერე კი ლაშამ თავისთან გადასვლა შემომთავაზა. შესანიშნავად ვცხოვრობდით, უფრო ზუსტად, იმ მომენტამდე ვცხოვრობდით ასე, სანამ ის შემთხვევა მოხდებოდა.

ჩემი ქმრის უფროსი ძმა საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდა და ტრაგიკულად დაიღუპა. მას დიდი ალაბაი დარჩა, რომელიც ძალიან უყვარდა და არ ვიცოდით ეს ძაღლი სად წაგვეყვანა. ლაშას მშობლები სოფელში ცხოვრობენ, მაგრამ მათ მაშინვე თქვეს, რომ ცეზარს თავიანთთან არ წაიყვანდნენ.

ლაშას შევთავაზე, რომ ძაღლი ცხოველთა თავშესაფარში წაგვეყვანა, მაგრამ მას არაფრის მოსმენა არ უნდა. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ცეზარს ჩვენთან წამოიყვანს, ის თავს ვალდებულად გრძნობს, რომ ასე მოიქცეს.

ლაშას ჩემი ალერგია და შიში უმნიშვნელო პრობლემად მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ ცეზარი მაშინვე შემიყვარდება, როგორც კი ის ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდება. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ეს არ მოხდება.

ერთ-ერთი მორიგი ჩხუბის დროს ლაშამ გამომიცხადა, რომ შეყვარებულის გამო თავის ახალ ოთხფეხა მეგობარს ვერ მიატოვებს. მე ახლა მხოლოდ ორი ვარიანტი მაქვს: ან საკუთარი შიშები უნდა დავძლიო და ძაღლს დავუმეგობრდე, ან ახალი შეყვარებული უნდა გავიჩინო, რადგან ლაშა დათმობას არ აპირებს…