მასწავლებლის აღსარება. როგორ აწუხებენ მშობლები თავიანთი შვილების მასწავლებლებს

938

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ლელა გვიამბობს.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ. საყვარელი მეუღლე და ორი შვილი მყავს. ჩემი შესანიშნავი ოჯახი ძალიან მიყვარს, მაგრამ მასში მუდმივად სხვა ადამიანები ერევიან.

ჩემი მოსწავლეების მშობლებმა სოციალურ ქსელში მეგობრებში დამიმატეს და ყველა ჩემს ახალ პოსტს აქტიურად განიხილავენ. სინამდვილეში იქ განსახილველი არაფერია, მაგრამ ისინი რაღაცას მაინც პოულობენ.

ვიცოდი რაზეც მივდიოდი და მზად ვიყავი იმისთვის, რომ მუდმივად მათი დაკვირვების ქვეშ ვიქნებოდი და თითოეული ჩემი ნაბიჯი მათი განსახილველი გახდებოდა. თუმცა მე არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ამას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გააკეთებდნენ.

უბრალოდ შეწუხებული ვარ იმ მშობლების მხრიდან, რომლებიც ყოველგვარი ბოდიშის გარეშე საღამოს 9 საათზე მირეკავენ და მოსამზადებელი გაკვეთილების შესახებ მეკითხებიან და ეს უბრალოდ იმიტომ, რომ მათ შვილს ამ ყველაფრის ჩაწერა დაავიწყდა. მათ არ აინტერესებთ, რომ ღამეა და უკვე გვიანია. მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ბავშვს მთელი ერთი საათი ვეხვეწებოდი რომ დაეძინა და მათი ზარის შემდეგ ისტორია თავიდან მეორდება.

მათ შეუძლიათ ავტობუსიდან ჩამომიყვანონ და საათობით მესაუბრონ ამა თუ იმ მოსწავლის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის, რომ მე მეჩქარება. მათთვის სულ ერთია, რომ მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ და შემდეგი ავტობუსი ერთი საათის შემდეგ მოვა.

მუდმივად მაიძულებენ რომ ბიოლოგიის ან ქიმიის მასწავლებელს დაველაპარაკო, რადგან მათი შვილები ძალიან კარგად სწავლობენ და ამ საგნებში მხოლოდ სამიანები ჰყავთ. მათ არ აინტერესებთ, რომ ქიმიის ან ბიოლოგიის მასწავლებლისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

რომ იცოდეთ, როგორ შემაწუხეს ჩემი მოსწავლეების მშობლებმა…

მათი წყალობით ჩემი ცხოვრება კოშმარად გადაიქცა. სოციალურ ქსელებში არაფრის გამოქვეყნების უფლება არ მაქვს, რადგან იქ კრიტიკოსების მთელი არმია მელოდება.

ჩემი ქმარი ვეგეტარიანელობამ გაიტაცა და ხორცზე უარი თქვა. ეს მისი არჩევანია და მე მას მხარს ვუჭერ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს შვილებს შიმშილით ვკლავ, როგორც ბევრმა თქვენგანმა გაიფიქრა. დიახ, მე მიყვარს, როდესაც მისთვის რაიმე კერძს ვამზადებ. შემდეგ ამ კერძის ფოტოს ინტერნეტში ვდებ და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად განვიხილავთ.

მე არ ვუსმენ იმ მუსიკას, რომელსაც თქვენ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სუბკულტურის წარმომადგენელი ვარ ან რომელიმე კასტის გავლენის ქვეშ ვიმყოფები. უბრალოდ მე განსხვავებული ვარ და მე ეს მომწონს. მე ცუდს არაფერს ვხედავ იმაში, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ, თუმცა ეს ძალიან გაწუხებთ თქვენ.

არ არის საჭირო ზღვის სანაპიროზე გადაღებული ფოტოების ასე აქტიურად განხილვა, მე იმ ფოტოებზე შიშველი არ ვარ! მერე რა რომ მასწავლებელი ვარ? ჩადრით უნდა ვიარო? მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც თქვენ…

დიახ, მე სოციალურ ქსელში დავწერე, თუ როგორ მომეწონა ფილმი ორი ფრანგი პოეტის შესახებ. მერე რა მოხდა, რომ ისინი გეები იყვნენ? არ არის საჭირო აქცენტის ამაზე გადატანა, ეცადეთ ფილმის შინაარს ჩაწვდეთ, ყურადღებას დეტალებზე ნუ ამახვილებთ. თქვენი შვილები კი ვერასოდეს გაიგებენ იმას, რომ მათ მასწავლებელს ორ ჰომოსექსუალზე გადაღებული ფილმი მოეწონა, თავად თქვენ თუ არ უამბობთ მათ.

როგორ შემაწუხეს ჩემი მოსწავლეების მშობლებმა!

დიახ, მე მასწავლებელი ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მე ვარ ადამიანი. ისეთივე ადამიანი, როგორიც თქვენ. რატომ შეიძლება თქვენთვის ყველაფერი და რატომ მაკრიტიკებთ მე აბსოლუტურად ყველაფრის გამო?

იქნებ ჯერ საკუთარი თავი გააკრიტიკოთ? მე თავი დამანებეთ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს