12 ბავშვი გააჩინა და გაჩერებას არ აპირებს: გმირი დედის ისტორია

0
1488

დედობის სამყაროს ჩარჩო და საზღვრები არ აქვს. ამაში სრულიად დარწმუნდა კორტნი როჯერსი, გმირი დედა, რომელმაც ახლახანს მეთორმეტე შვილი გააჩინა. ბედნიერი მშობლები აღიარებენ, რომ ამდენი ბავშვის ყოლას არ გეგმავდნენ. უფრო მეტიც, ქორწინების შემდეგ ცოლ–ქმარს დაორსულების პრობლემებიც ჰქონდა. კორტნი და კრისი ისევ და ისევ ცდილობდნენ, ხოლო როცა გამოუვიდათ, ვეღარ გაჩერდნენ. Paparazzi გიამბობთ, როგორ უმკლავდებიან მრავალშვილიანი მშობლები თავიან მოვალეობებს.

დედობის სამყარო – კორტნი როჯერსი 38 წლისაა, აქედან 12 წელი ორსულობის უწყვეტ მდგომარეობაში იყო. თითქოს ქალის ორგანიზმს ამდენი არ შეუძლია, მაგრამ ამერიკელი ქალი საპირისპიროს გვიმტკიცებს. მრავალშვილიანი დედა ქმართან ერთად 12 ბავშვს (6 ბიჭი და 6 გოგო) ზრდის. წყვილი აღიარებს, რომ ამდენი ბავშვის ყოლას არასდროს გეგმავდნენ. მით უფრო, კორტნის პირველი ორსულობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ქალი სერიოზულ სტრესს განიცდის. და მაინც, ამერიკელმა ქალმა წინსვლის ძალა იპოვა და მალე ისევ დაორსულდა.

წყვილის პირველი შვილი კლინტი 2010 წლის 30 მარტს დაიბადა. შემდეგ კიდევ 5 ბიჭი დაიბადა. შემდეგ ოჯახში გოგოების რიგი დადგა. კორტნიმ სხვადასხვა მედიას ინტერვიუ არაერთხელ მისცა. ყოველდღე გმირ დედას ვერ შეხვდებით. თავად არ ესმის, რატომ იბადებოდნენ ჯერ მხოლოდ ბიჭები, შემდეგ – გოგოები. რა არის ეს, თუ არა სასწაული? კორტნიმ პირველი შვილი გააჩინა, როცა 26 წლის იყო. მაშინ ფიქრობდა, რომ მის ასაკში სხვა ბავშვებზე ფიქრი გვიანი იყო. თითქოს, ერთი მემკვიდრეც საკმარისია. მალე გაირკვა, რომ ქალი ისევ ორსულადაა. ეს ისევ და ისევ განმეორდა. ცოლ–ქმარი შეთანხმდა, რომ 10 ბავშვზე გაჩერდებოდნენ. კორტნი იმდენ ძალას და რესურს გრძნობდა, რომ მეათე ორსულობას კიდევ ორი მოჰყვა. ამერიკელმა ქალმა არა მხოლოდ 12 ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეძლო, მათ შორის ორი ტყუპიც იყო.

როგორ ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი? – კორტნის ოჯახს ჩვეულებრივს ვერ ვუწოდებთ. მეუღლეები 12 შვილის აღზრდით დაკავებულნი არიან. გარდა ამისა, უზარმაზარი მეურნეობა აქვთ, რომელიც 200 ცხოველს მოიცავს. ესაა ღორები, ცხვრები, ქათმები. მშობლები შვილებს დისციპლინას პატარა ასაკიდანვე ასწავლიან. სამეურნეო საქმეებში მშობლებს ეხმარებიან და პასუხისმგებლობას სწავლობენ.

როჯერსების ოჯახში ჩვეულებრივი დღე დილის 8 საათზე იწყება. მშობლები და შვილები დიდ მაგიდასთან სასაუზმოდ იკრიბებიან. შემდეგ ბავშვები მათემატიკის და ხატვის გაკვეთილებით დაკავებულნი არიან. მეორე კვება 11:30 საათზე იწყება. შემდეგ კორტნი პატარებს აძინებს. უფროსი შვილები ამ დროს თავისთვის საჭმელს ამზადებენ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებს აქვთ ენის, ხატვის და კითხვის გაკვეთილები. ონლაინ რეჟიმში ფორტეპიანოზე უკრავენ. საღამოს 5 საათზე სუპერდედა მთელ ოჯახს ნოყიერი ვახშამით კვებავს. ასეთი დიდი ოჯახის გამოსაკვებად მთელი 24 კვერცხი საჭიროა.

ბავშვები 20:30 საათზე იძინებენ. მანამდე სათამაშო კუთხე უნდა დაალაგონ, ხოლო კორტნი სხვა ოთახებს ალაგებს. ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად ცოლ–ქმარს ბიუჯეტის მკაცრად გაკონტროლება უწევთ. კორტნის ეკონომიის და ფულის გონივრულად ხარჯვის ნიჭი აქვს. გარკვეული ფინანსური აკრძალვები არსებობს. მაგალითად, ოჯახი გარეთ არ ჭამს და კინოში არ დადის. ბავშვებს ყოველგვარ სისულელეს არ ყიდულობენ. ყოველი სერიოზული შესყიდვის წინ ცოლ–ქმარი ყველა მომენტს აანალიზებენ.

ბედნიერება უბრალოებაში – მუდმივი ფინანსური ხრიკების მიუხედავად, კორტნი არ ნანობს, რომ ამდენი ბავშვი გააჩინა. ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. გმირი დედა შვილებს ასწავლის, რა არის ურთიერთდახმარება და სიკეთე. როგორც ჩანს, ადვილად გამოსდის. ოჯახს აყვავებას, მშობლებს მოთმინებას ვუსურვებთ.