პლასტმასის ბოთლი უნიტაზს სითეთრეს დაუბრუნებს. პოლონელი მოახლეების ხრიკი

0
11470

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. ეფექტური მეთოდი რთულ საქმეს აადვილებს. ამ საშუალებას ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ადრე მისი მომზადება განსხვავდებოდა, მაგრამ პროგრესი არ ჩერდება და დღეს უკვე ახალგაზრდა დიასახლისები უნიტაზის საპონს იყენებენ. საოჯახო საქმეებიდან უნიტაზის წმენდა ყველაზე უსიამოვნოა. ამის გაკეთება არავის უყვარს, თუმცა ყველა დიასახლისმა იცის, რომ სუფთა უნიტაზის შენარჩუნება აუცილებელია. მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები ყოველთვის ხარისხიანი არაა და თან საკმაოდ ძვირია. Paparazzi უნიტაზის საპნის მარტივ რეცეპტს გიზიარებთ.

უნიტაზის საპონი – ამ ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებით ტუალეტს იდეალურად გაასუფთავებთ. ეკოლოგიური მეთოდია და ოჯახის ბიუჯეტს ზოგავს. ცოტა საზრიანობა და უსიამოვნო საქმეს დიდი ხნით დაივიწყებთ. დაგჭირდებათ რამდენიმე ნივთი, რომლებიც სახლში ყველას აქვს. პირველ რიგში, მყარი ტუტე საპონი აიღეთ. ყველაზე ჩვეულებრივი და იაფი საპონი გამოგადგებათ. მაგალითად, სარეცხი საპონი. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ძმარი, სასურველია 9%. ნებისმიერ სუპერმარკეტში მარტივად იპოვით. ვაშლის ძმარიც გამოგადგებათ. ასევე ცარიელი პლასტმასის ბოთლი (0,5 ან 0,3 ლ) დაგჭირდებათ. ეტიკეტი და სტიკერები წინასწარ მოაშორეთ.

საპონი საშუალო სახეხზე გახეხეთ. წვრილ ბურბუშელას მიიღებთ. თუ სახეხი არ გაქვთ, უბრალოდ დანით დაჭერით. ცოტა მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ შედეგზე არ იმოქმედებს. დაქუცმაცებული საპონი პლასტმასის ბოთლში ჩაყარეთ. ძმარი ჩაასხით, ბოთლის ნახევარი გაავსეთ. თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. პასტის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. ბოთლის ზედა ნაწილი დანით ან სხვა ბასრი ნივთით წრიულად დახვრიტეთ, მინიმუმ 10 ნახვრეტი უნდა ჰქონდეს. ნახვრეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაიხარჯება მიღებული ნარევი.

უნიტაზის ავზს თავსახური ახადეთ და ბოთლი შიგნით ჩადეთ. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ იდეალურად გასწორება საჭირო არაა. თავსახური ადგილზე დააბრუნეთ. პლასტმასის ბოთლის ნარევი წყალს შეერევა. შედეგად, მარტივ, მაგრამ ეფექტურ საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებას მიიღებთ. ახლა უნიტაზი ყოველთვის სუფთაა. ყოველი ჩარეცხვისას თავისით გაიწმინდება. ამ მეთოდით ძმარი უსიამოვნო სუნსაც აქრობს. ბევრად იაფია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი საშუალება.