15 სასაცილო საჩივარი, რომელიც იმას ადასტურებს, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალი არ არის

181

რა სურთ ადამიანებს ზაფხულში? რა თქმა უნდა, დასვენება. კარგია, როდესაც წელიწადის ეს დრო შვებულებას ემთხვევა. ამ დროს ჩანთებს ვიღებთ და ზღვისკენ მივემართებით. კურორტის არჩევაში დამსვენებლებს ტუროპერატორები ეხმარებიან. კურორტებზე ჩასვლის შემდეგ ადამიანები ნებისმიერ წვრილმანს აქცევენ ყურადღებას. ისინი ნებისმიერი მიზეზით ტურისტულ სააგენტოებს უკავშირდებიან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ პრეტენზიებს, რომლებსაც დამსვენებლები გამოთქვამენ.

აქვაპარკში მივედით და ძალიან გაგვიკვირდა, რომ არც საცურაო კოსტიუმები მოგვცეს და არც პირსახოცები. ჩვენ კი თან არ გვქონდა წაღებული.

სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ მთელი საღამო სასტუმროს ოთახს ვალაგებდით, რადგან ძალიან ბევრი ქვიშა იყო.

ჩვენ არავინ გაგვაფრთხილა, რომ ზღვაში თევზი იყო. როდესაც ბავშვები საბანაოდ შევიდნენ, ძალიან შეეშინდათ.

ესპანეთში ვისვენებდით. იქ უამრავი ესპანელი იყო. ყველა ესპანურად საუბრობდა და საკვებიც ესპანური იყო. რატომ არ გაგვაფრთხილეს, რომ იქ ამდენი უცხოელი იქნებოდა?

იამაიკიდან ინგლისამდე ცხრა საათი ვიფრინეთ. ამერიკელებს კი სამი საათი დასჭირდათ. სად არის სამართალი?

ინდოეთში დასვენებისას არასასიამოვნოდ გაოცებულები ვიყავით იმით, რომ საჭმელი ძალიან ცხარე იყო, მე კი ცხარეს არ ვჭამ.

შვებულებაში ყოფნის დროს კოღოებმა დამკბინეს. გზამკვლევში კოღოების შესახებ არაფერი წამიკითხავს.

ესპანეთში ტაქსის მძღოლს ვერ ავუხსენით სად გვინდოდა წასვლა, რადგან მას ჩვენი არ ესმოდა, ის ესპანელი იყო.

სასტუმროში დაბინავებისას ჩვენი ერთადგილიანი და ჩვენი მეგობრების სამადგილიანი ნომრები დავათვალიერე. ჩვენი გაცილებით პატარა იყო.

ზღვაზე დასვენებისას ერთი შენიშვნა ჩავწერე. მე შევნიშნე, რომ ამ სასტუმროს რეკლამაში ქვიშა თეთრად იყო ნაჩვენები, სინამდვილეში კი მოყვითალო იყო.

სასტუმროს ბროშურაში ნათქვამი იყო, რომ სამზარეულოში ყველაფერია, თუმცა კვერცხის საჭრელი არ აღმოჩნდა.

სასტუმროსკენ მიმავალი გზა ძალიან უსწორმასწორო იყო, მთელი გზა ვინჯღრეოდით და ბევრი რამ ვერ მოვისმინეთ, რაზედაც ჩვენი გიდი საუბრობდა. ამის გამო ჩვენი მხიარული დასვენება ვერ შედგა.

ქუჩაში კონდიციონერი არ იყო, როგში დგომისას ძალიან დაგვცხა.

ვფიქრობ, რომ სიესტა უნდა აიკრძალოს, რადგან ბევრი რამ მქონდა საყიდელი, მაღაზიები კი შუადღისას უკვე დაკეტილი იყო.

ოპერატორმა გამგზავრებამდე ყველა დამსვენებელს უნდა აცნობოს, რომ ძალიან ხმაურიანი მეზობლები შეხვდებიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს