მხოლოდ ლოგიკური აზროვნების გურუ მიხვდება, ვინ მოიპარა საზამთრო

984

ლოგიკური თავსატეხები ყველაზე საზრიანსაც ტვინის დაძაბვას აიძულებს. ეს კარგია, რადგან მსგავსი ამოცანები აზროვნების პროცესებს სტიმულირებს და ტვინის ერთგვარი სავარჯიშოს როლს ასრულებს. Paparazzi რამდენიმე საინტერესო თავსატეხს გთავაზობთ. შეამოწმეთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი საზრიანობა. სკოლაში კარგი ნიშანი და დიპლომი ვერ დაგეხმარებათ. ნახეთ, რამდენად სწრაფად შეძლებთ ამოხსნას.

ლოგიკური თავსატეხები

1. პირველ რიგში, საცობთან გამკლავება სცადეთ. ვხედავთ, რომ გზაჯვარედინზე 7 მანქანა გაჭედილია. ერთი შეხედვით, მოძრაობის გაგრძელება შეუძლებელია. გაარკვიეთ, რომელი მანქანა უნდა გაიწიოს, რომ მოძრაობა აღდგეს.

2. მეორე ამოცანა უფრო მეტად დაგაფიქრებთ. ამოცანის პირობაში ვკითხულობთ: „თქვენ შედიხართ ძველ, მიტოვებულ სახლში. აქ არც დენი, არც წყალი არაა. შენობაში ხედავთ სამ კარს. თითოეულ კარს აქვს ნომერი. თითოეული კარის უკან არის სიკვდილის ერთი მეთოდი. პირველი კარის გაღებისას მოკვდებით, რადგან მის უკან ლომია და შეგჭამთ. მეორე კარის გაღებისას მოკვდებით, რადგან იქ ზომბია და თავს დაგესხმება. მესამე კარის გაღებისას ელექტროსკამზე მოკვდებით. უკან დაბრუნების გზა არ გაქვთ, ამიტომ აუცილებლად ერთ–ერთი კარი უნდა გაიაროთ. რომელი კარიდან გახვალთ?“

3. ამ ამოცანაში 4 ეჭვმიტანილი გვყავს. უნდა მიხვდეთ, რომელმა მოიპარა საზამთრო. ყველა საყვარელი ჩანს და განსაკუთრებულ ეჭვებს არ იწვევს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საზრიანობა მაქსიმალურად ჩართეთ, რომ ქურდი გამოაშკარავოთ. შეამოწმეთ, შერლოკ ჰოლმსივით კარგად მუშაობა შეგიძლიათ თუ არა.

მინიშნებები და პასუხები

  1. გზაჯვარედინზე მარცხენა მხრიდან მხოლოდ ერთი (წითელი) ავტომობილი მოძრაობს, ხოლო სხვა დანარჩენი მიმართულებიდან 2–2 ავტომობილი. ნომერი „3“ მანქანის მოშორებით უნდა დაიწყოთ. ასე ნომერი „1“ და ნომერი „2“ ავტომობილები გავლას შეძლებს, შემდეგ მას თანმიმდევრულად მოსდევს მანქანები „4“, „5“, „6“ და „7“.
  2. თუ პირობას ყურადღებით წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ამ მიტოვებულ სახლს წყალი და დენი არ აქვს. შესაბამისად, ამ პირობებში ელექტროსკამი ვერ იმუშავებს. სწორედ ამიტომ, მესამე კარი უნდა გააღოთ, რომ უპრობლემოდ გაიაროთ.
  3. საშუალო ზომის საზამთრო საკმაოდ მძიმეა. 10 კგ ან მეტი შეიძლება იყოს. მის დაჭერას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ პირობებში მოდუნებული გარეგნობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ წითურ კაცს, რომელსაც ბურთი უჭირავს. როგორც ჩანს, ამ ეშმაკმა საზამთრო მოიპარა. მსუბუქი ფეხბურთის ბურთი ხომ მხოლოდ 400-450 გრამს იწონის.

თუ ყველა თავსატეხი ამოხსენით, გილოცავთ. თქვენი საზრიანობა მაღალ დონეზეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს