ხრიკი ტელეფონის ქეისის გასაწმენდად. ისე იბრწყინებს, თითქოს ახალი ნაყიდია

0
606

როგორ გავათეთროთ ტელეფონის ქეისი, ეს კითხვა ინტერნეტის ბევრ მომხმარებელს აღელვებს. როცა ახალ ტელეფონს ვყიდულობთ, ვფიქრობთ, რომ მასზე ფრთხილად ვიზრუნებთ და თითოეულ მტვერს მოვაშორებთ. ასევე ძალიან გვინდა სუპერ მაგარი ქეისის ყიდვა, მაგრამ ამდენ მრავალფეროვნებაში ერთის არჩევა რთულია, ამიტომ ვირჩევთ უბრალო უფერო სილიკონის ქეისს, რომელიც ტელეფონის უკანა პანელს ფარავს. გადის რამდენიმე თვე და ტელეფონს აქტიურად აღარ ვაკვირდებით.

ტელეფონის ქეისის გაწმენდის მეთოდი – ტელეფონმა დიდხანს რომ გაგვიძლოს, ყიდვის დღესვე დამცავ მინას ვაწებებთ და უკანა პანელისთვის ქეისს ვყიდულობთ. ჩვეულებრივ, იაფ და უნივერსალურ ქეისს ვყიდულობთ. ესაა გამჭვირვალე სილიკონის ქეისი. რამდენიმე კვირიანი აქტიური გამოყენების შემდეგ გამჭვირვალე ქეისი მოყვითალო ხდება. ეს ტელეფონის გარეგნობას ურცხვად აუშნოებს. Paparazzi დაინტერესდა, როგორ გავათეთროთ ტელეფონის ქეისი. ქეისის გამჭვირვალობის დასაბრუნებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველა ეფექტურია? რამდენიმე გავრცელებული მეთოდი გამოვცადეთ და ერთზე შევჩერდით. ამ მეთოდს თქვენც გიზიარებთ.

გამჭვირვალე ქეისი საკმაოდ სწრაფად ყვითლდება. ამის გამო ტელეფონი მიმზიდველობას კარგავს და უშნოდ გამოიყურება. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ქეისები ძალიან სწრაფად ყვითლდება, მათ შეძენას ვაგრძელებთ. პირვანდელი მიმზიდველობის დაკარგვა მიზეზი არაა, რომ მაშინვე ახალი ქეისი შეიძინოთ. როგორ გავწმინდოთ და გავათეთროთ ტელეფონის ქეისი? დაგჭირდებათ ცოტა დრო და უჩვეულო საწმენდი საშუალება. ეს ხსნარი კონტეინერში ჩაასხით და სასწაულს დაელოდეთ. არავინ ელოდა, რომ ძველი გაყვითლებული ქეისი ახალივით გახდებოდა.

დაგჭირდებათ:

  • ჰერმეტული პლასტმასის კონტეინერი
  • 2 ფურცელი ქაღალდის პირსახოცი
  • საკვები სოდა
  • ქილა „კოკა–კოლა“

ქეისის გაწმენდის დეტალური ინსტრუქცია

  1. ქაღალდის პირსახოცი გაშალეთ. ერთი ფურცელი კონტეინერის ძირში ჩააფინეთ.
  2. ზემოდან საკვები სოდა მოაყარეთ. იმდენი სოდა უნდა იყოს, რომ პირსახოცის ფურცელი პატარა ფენით დაფაროს.
  3. ზემოდან გაყვითლებული ქეისი დაადეთ, უკანა მხრიდან ქვემოთ. სოდა უხვად მოაყარეთ.
  4. ქეისს ნახევარი ქილა „კოკა–კოლა“ დაასხით.
  5. ქეისს მეორე ფურცელი ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ.
  6. ისევ საკვები სოდა მოაყარეთ.
  7. დარჩენილი „კოკა–კოლა“ კონტეინერში ჩაასხით, თავსახური ჰერმეტულად დაახურეთ. ზუსტად 1 საათით გააჩერეთ.
  8. ვადის გასვლის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ქაღალდის პირსახოცები შესამჩნევად გაყვითლდა. მათ ქეისიდან მთელი სიყვითლე შეიწოვეს.
  9. ამ პირსახოცებით ქეისი ყველა მხრიდან კარგად გაწმინდეთ. ქეისი უფრო სუფთა გახდა.
  10. ქეისი თბილი გამდინარე წყლით გარეცხეთ. გაამშრალეთ და ტელეფონს ჩამოაცვით.

ახლა თქვენი ტელეფონი ისეთივე მიმზიდველია, როგორც ყიდვის დღეს. ვიმედოვნებთ, ტელეფონის ქეისის გაწმენდის მეთოდი გამოგადგებათ. ეს ბევრად ბიუჯეტურია, ვიდრე ყოველთვე ახალი ქეისის ყიდვა.