ცხოვრების პრინციპი ფინჯანი ყავის მაგალითზე. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, რა არის თქვენთვის მოსახერხებელი

0
115

შესვენებებზე ძალიან მიყვარს გემრიელი ნამცხვრების ყიდვა ერთ-ერთ ადგილობრივ საკონდიტრო მაღაზიაში. განსაკუთრებით ნუშის ბაგელი და შოკოლადის კრუასანი მომწონს. ხანდახან შესანიშნავ კრემიან მაფინებს, ჩიაბატას, პაწაწინა ტარტლეტებს და სხვა ტკბილეულსაც ვყიდულობ. შესაძლოა, ამ საკონდიტროში შესანიშნავ ყავას ამზადებენ… მაგრამ მე ყავას მაინც იმ ყავის მაღაზიაში ვყიდულობ, რომელიც საკონდიტროდან ათიოდე მეტრში მდებარეობს. მიზეზი მხოლოდ ერთია – იქ ცხელ სასმელს კერამიკული ფინჯნით გატანენ.

არა ქაღალდის ჭიქით, არამედ ნორმალური კერამიკული ფინჯნით. თანაც გატანით! აი ასე, ჯდები ამ ფინჯნით სკამზე, შენს გარშემო კი აყვავებული პიონები და შროშნებია. უყურებ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის სადღაც მიიჩქარიან. აკვირდები წითურ კატას, რომელიც საკუთარი თათებისა და კუდის სილამაზით ტკბება. ალბათ ჰგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თათები და კუდი აქვს. კატის გარდა ყურადღებას მოხუცი ქალბატონიც იპყრობს, რომელიც როტვეილერს ასეირნებს. ის მას “თქვენობით” მიმართავს და “ბატონს” უწოდებს. ძაღლი, საპასუხოდ, მას ისე უყურებს, თითქოს ძაღლების დიად ქალღმერთად მიიჩნევს.

ერთხელ, საკონდიტროში გამყიდველმა მკითხა, თუ რატომ ვყიდულობდი მათთან მხოლოდ ნამცხვრებს, ყავას კი – არა? მე ვუპასუხე, რომ ყავის მაღაზიაში, რომელიც აქვე ახლოს მდებარეობს, ცხოვრება ესმით. ისინი ყავას ფინჯნებით ყიდიან. ყავის მაღაზიის მეპატრონეები არ ნერვიულობენ იმის გამო, რომ მომხმარებელი მათი ფინჯნით სადმე გაიქცევა და არ დააბრუნებს, დაავიწყდება ან გატეხილ ფინჯანს მიიტანს. მათ კარგად იციან თუ რას ნიშნავს სვამდე ფინჯან ყავას, სწორედ ფინჯანს, და ამ დროს კატას აკვირდებოდე. თანაც მათთვის სულერთია ის, რომ ტკბილეულს სხვაგან ვყიდულობ.

გამყიდველი ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, რომ ფინჯნით დალევა მოუხერხებელია, რადგან მერე ფინჯნის დასაბრუნებლად უნდა დაბრუნდეო. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩემთვის ეს არც ისე მოუხერხებელი იყო.

უბრალოდ, მე ვთვლი, რომ რაც მოსახერხებელია, სტანდარტულია. კომფორტულ ადამიანებთან ბევრად უფრო ადვილია, მათ არაფერზე პრეტენზია არ აქვთ, არ სურთ, რომ მათ გამო ვინმე დაიძაბოს.

ასეთი ბავშვის მშობლები თვლიან, რომ ის ზრდასრული ცხოვრებისათვის მზად არ არის. კომფორტულ ზრდასრულ ადამიანს გარშემომყოფები მიიჩნევენ ადამიანად, რომელსაც ნორმალური ცხოვრებისათვის საკუთარი რესურსები არ გააჩნია.

ნორმალური ცხოვრება ის მდგომარეობაა, როდესაც დროს ყველაფრისთვის პოულობ, რასაც შენთვის სიამოვნება მოაქვს. გაქვს საკმარისი დრო საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად და წითურ კატაზე დასაკვირვებლად. საკმარისი დრო გაქვს იმისთვის, რომ დატკბე ნაყიდი პელმენების გემოთი და საზეიმო ვახშმით. გაქვს დრო მაღალქუსლიანი და სპორტული ფეხსაცმელებისთვის, ლამაზი კაბებისა და სპორტული შარვლებისთვის. გაქვს დრო გამარჯვებებისთვის და დრო, როდესაც არაფერი გინდა. გაქვს დრო ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისთვის.

ის, თუ რა არის თქვენთვის მოსახერხებელი, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია! თქვენი გადასაწყვეტია, რა სიგრძის ქვედაბოლო ან როგორი ფეხსაცმელი გიხდებათ. თქვენი გადასაწყვეტია, რა ჭამოთ, სად იყოთ ან რა მოისურვოთ.

სულ ეს იყო. ყურადღებისთვის გმადლობთ.