დამნაშავე პოლიციას წლობით ემალებოდა. მაგრამ მოგვიანებით, მან მოლარესთან გააბა რომანი.

0
220

27 წლის მარკ პრაისი – უმუშევარი, ხოლო მისი 22 წლის შეყვარებული, ემილი ლოქი – სტუდენტი, რომელიც ნახევარ განაკვეთზე მოლარედ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, გოგონა ინსტაგრამზე ასობით ფოტოს აქვეყნებდა, რომლებზეც მისი უდარდელი ცხოვრება იყო ასახული: Ferrari-თ სეირნობა, ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელი და დაუსრულებელი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში.

სწორედ გოგონას პატივმოყვარეობამ გაამჟღავნა მისი შეყვარებულის შემოსავლის წყარო. ახალგაზრდა ადამიანებით პოლიცია დაინტერესდა, რადგან, წელიწადში 10 000-ფუნტიანი შემოსავლის მქონე მარკსა და ემილის უბრალოდ არ შეეძლოთ ასე ხელგაშლილად ცხოვრება.

ბრენდები Versace, Louis Vuitton, Tommy Hilfiger, Chanel – ემილის ფოტოებში შეუცვლელ ადგილს იკავებდა. თავქარიან ქალს არც კი უეჭვია, რომ კიმ კარდაშიანის დონის ფუფუნების ამსახველი ფოტოები არამხოლოდ შურიანების, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებასაც მიიქცევდა.

ჩხრეკისას, პოლიციამ იპოვა საათები, ჩანთები, მდიდრული ტანსაცმელი და Audi RS4-ის შეძენის ქვითარი. სამართალდამცავებმა, ასევე, იპოვეს მოუხერხებლად დამალული ნარკოტიკები, მარკ პრაისის მობილურში არსებული მიმოწერით კი დადგინდა, რომ იგი ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობდა.

ასე მოხვდნენ უდარდელი მდიდრები ციხეში. სასამართლოს მსვლელობისას, მარკის ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ ეს მისი პირველი დანაშაული იყო და რომ მან ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. გოგონას დაცვის მხარე კი სასამართლოს მისი შეცოდებისკენ მოუწოდებდა და რატომღაც გაამჟღავნა ემილის კარგი მოსწრება სწავლაში.

სასამართლომ მარკს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ემილი ლოქი უბრალოდ მიამიტად მიიჩნიეს და 15 თვით დააპატიმრეს. მანამდე მოლარემ აღიარა ქონების უკანონო შეძენა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ უბრალო ტრაბახი და პრანჭვა ციხემდე მიიყვანდა.

აი, ასე უბრუნდება კარმა ყველას, ვინც მხოლოდ სხვებში შურის გამოწვევას ცდილობს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი