23.02.2023 – სარკისებრი თარიღი კურდღლის წელს და რიტუალი სურვილის ასასრულებლად

2508

2023 წლის კიდევ ერთი სარკისებრი თარიღი ახლოვდება. ეს 23 თებერვალია. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ იღბალი თქვენკენ მოაბრუნოთ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოთ. Paparazzi გიზიარებთ რიტუალს სურვილის ასასრულებლად და რჩევებს, როგორ გაატაროთ ეს დღე.

სურვილების რიტუალი – 23 თებერვალი საუკეთესო დღეა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ. ამ დღეს ვარსკვლავები წარმატების შანსს ზრდის. მთავარია, მოქმედების გეგმა შეადგინოთ და დაიცვათ. მიზნის დასახვით დაიწყეთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, შეიცვალეთ, თუ მანქანის ან უძრავი ქონების შესყიდვა გსურთ, შეიძინეთ. სარკისებრი თარიღი ყველა ეჭვს აქარწყლებს და თამამ მოქმედებას ხელს უწყობს.

23 თებერვალი იდეალური დღეა, რომ პროექტი და საქმე დაასრულოთ. გირჩევთ, დედლაინი ამ დღემდე გადაწიოთ. ამ დღეს შეურიგდით ყველას, ვისაც წინა დღეს ეჩხუბეთ. ადამიანები, რომლებიც გიყვართ და ენდობით, სარკისებრ დღეს თქვენ გვერდით უნდა იყვნენ. დრო მათთან ერთად სასიამოვნოდ გაატარეთ. მაგალითად, პარკში გაისეირნეთ, ერთად ივახშმეთ. კრეატივი ჩართეთ და საკუთარი თავი გაახარეთ.

კარგია ახალი საქმის დაწყება. სამუშაო პროექტის სამოქმედო გეგმა შეადგინეთ ან ვარჯიში დაიწყეთ, თუ დიდი ხანია ამაზე ოცნებობთ. დღიური შეიძინეთ და ჩაინიშნეთ თქვენი მოგონებები. ბევრი ადამიანი მას მადლიერების დღიურს უწოდებს და წერს ყველაფერს, რაც ამა თუ იმ დღეს კარგი მოხდა.

რა უნდა გააკეთოთ 23 თებერვალს? – 23 თებერვალს უნდა დატოვოთ კომფორტის ზონა, თუნდაც ეს არ გიყვარდეს. ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუ ცვლილებებისთვის მზად იქნებით. სარკისებრი თარიღი განსაკუთრებულ ენერგეტიკას ფლობს და წარმატების შანს აძლევს მათ, ვინც ამ დღეს ცვლილებებით თავს გამოიჩენს. როგორც მინიმუმ, იმიჯი შეგიძლიათ შეიცვალოთ. მაგალითად, ვარცხნილობა შეცვალეთ. მთვარის კალენდრით 23 თებერვალი ვარცხნილობის შესაცვლელად ხელსაყრელი დღე არაა, მაგრამ მაინც გარისკვას გირჩევთ. სარკისებრი თარიღი ამას დააფასებს.

სარკისებრი თარიღი სურვილების ასრულების შანსებს ზრდის. ბევრი ადამიანი ამ დღეს რიტუალს ასრულებს, რომ სურვილი მალე ახდეს. მარტივი რიტუალი: ფურცელზე თქვენი სურვილი 23-ჯერ ჩამოწერეთ, შემდეგ ზოლები სურვილებით გამოჭერით და ბინის სხვადასხვა კუთხეში შეინახეთ. ერთი ცალი ბალიშის ქვეშ შეინახეთ. ადრე დაწექით და კარგად გამოიძინეთ. ძილის წინ კარგია მედიტაცია ან მუსიკის მოსმენა. ასე დამშვიდდებით და კარგი ფიქრებით დაიძინებთ. დილით სურვილების ქაღალდები შეაგროვეთ და დაწვით. ერთგვარი მაგიაა. ამ მიზნით ლამაზი სპილენძის თასიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნუმეროლოგიის მიმდევრები ამბობენ, რომ ქაღალდებით ამდენი მანიპულაცია საჭირო არაა. უბრალოდ სურვილი 23:02 საათზე ჩაიფიქრეთ და დაწექით. სურვილი ხმამაღლა უნდა თქვათ, ეს მნიშვნელოვანია. რიტუალი სარკის წინ მარტომ შეასრულეთ. სანთელი აანთეთ და მშვიდი მუსიკა ჩართეთ. რიტუალს მკაცრი აკრძალვები არ აქვს. ერთადერთი, არავის ცუდი არ უნდა უსურვოთ, ასე მთელი ბოროტება ასმაგად დაგიბრუნდებათ. სურვილი კონკრეტული უნდა იყოს და არა აბსტრაქტული. სამყარო თქვენს სურვილს არ მოისმენს, თუ მხოლოდ ბედნიერად ყოფნას ისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს