ბინის ნომერი. რას ნიშნავს ნუმეროლოგიაში და როგორ გავშიფროთ სწორად

1012

ტყუილად არ ამბობენ, რომ ზოგ ბინაში ცხოვრება კომფორტულია, ზოგში როგორი რემონტიც არ უნდა გააკეთოთ, როგორი ავეჯიც არ უნდა იყიდოთ, ცხოვრება მაინც არაკომფორტულია. აღმოჩნდა, რომ ნუმეროლოგიის მიხედვით საცხოვრებელი ბინის ნომერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ციფრები ინდივიდუალური რამაა. მათ ჯადოსნური ენერგეტიკა აქვთ და წარმატების ან უბედურების მოტანა შეუძლიათ.

ნუმეროლოგია ამ ციფრების ცოდნას ეფუძნება. ამ სწავლების მიხედვით, ციფრები, რომლებიც ჩვენს გარშემოა, ჩვენს ბედზე გავლენას ახდენს. დაბადების თარიღები ადამიანის ცხოვრების ძირითად ასპექტებს ქმნის. ამ სფეროს ექსპერტების თქმით, ციფრებში დაშიფრულია ინფორმაცია, რომელიც მომავლის დანახვაში და მომზადებაში გვეხმარება. Paparazzi გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ბინის ნომერი ადამიანის ბედზე. ყველასთვის ცნობილია, რომ თითოეულს იღბლიანი და უიღბლო ციფრები აქვს.

ბინის ნომერი ნუმეროლოგიაში – ნუმეროლოგები თვლიან, რომ ბინის ან სახლის ნომერი ადამიანთან კავშირშია და მის ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ეს. პირველ რიგში, თქვენი ბინის ნომერს შეხედეთ. თუ ნომერი ორი ან უფრო მეტი ნიშნისგან შედგება, შეაჯამეთ ისე, რომ ერთნიშნა ციფრი მიიღოთ. თუ ბინის ნომერი ასოებს შეიცავს, ისიც ციფრად უნდა აქციოთ და ერთმანეთს დააჯამოთ. როგორ გავაკეთოთ? გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: ა – 1, ბ – 2… ი – 9, კ – 1, ლ – 2… ს – 9, და ა.შ. საბოლოოდ, უნდა მიიღოთ 1–დან 9-მდე ციფრი. მეორეც, ციფრების მნიშვნელობა ყურადღებით წაიკითხეთ. შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეთ: ეს ციფრი თქვენს მსოფლმხედველობას შეესაბამება თუ არა.

  • ციფრი 1 – მარტოობაზე საუბრობს. ამ ციფრის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკუთარი გზით სიარული უყვართ. ასეთი ბინის მფლობელებს მარტო ყოფნა უყვართ, ხანდახან სხვა მაცხოვრებლების მიმართ ეგოისტები არიან. საკუთარ სივრცეს აფასებენ. ასეთ ბინაში ოჯახი იშვიათად იკრიბება.
  • ციფრი 2 – ამ ციფრის მფლობელი სამყაროზე შეყვარებულია. საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა შეუძლია. ბინის ციფრი 2 შეყვარებულთათვის ან ახალდაოჯახებულთათვის იდეალურია. მინუსებიც აქვს. ასეთ ბინაში განმარტოება რთულია. დამატებით, ზრდასრულ შვილებს ოჯახის ბუდის დატოვება უჭირთ.
  • ციფრი 3 – ამ ციფრის ქვეშ არისტოკრატული პიროვნებები ცხოვრობენ. გართობა და უდარდელი ცხოვრება უყვართ. ამ ბინის კარი იშვიათად იკეტება. შიგნით ბევრი საინტერესო ადამიანი შეგიძლიათ ნახოთ.
  • ციფრი 4 – უსაფრთხოების ციფრი. ასეთ ბინაში ოფისი შეგიძლიათ გახსნათ ან ბიზნესი აწარმოოთ. სტაბილურობას და შემოსავალს მოგიტანთ. გარდა ამისა, ამ ბინის მაცხოვრებელი დღის წესრიგის დაცვას უპირატესობას ანიჭებს, სიმშვიდე და სიწყნარე უყვარს. კონსერვატიზმს და სტაბილურობას მხარს უჭერს.
  • ციფრი 5 – ამ ბინის მაცხოვრებლები ერთმანეთს მხარს უჭერენ და მოტივაციას აძლევენ. ოპტიმიზმის და კარგი განწყობის ციფრია. ასეთი სახლიდან ყოველთვის სიცილის ხმა გამოდის, სიყვარული და სიხარული სუფევს. ამ ბინის ფანჯრის რაფები ყვავილების ქოთნებით სავსეა.
  • ციფრი 6 – ასეთ ბინაში ერთდროულად რამდენიმე თაობა ცხოვრობს. ეს რიცხვი ოჯახურ ღირებულებებს, პატივისცემას, ბალანსს და სიახლოვეს ხელს უწყობს. აქ არ უყვართ დაუპატიჟებელი სტუმარი, ამიტომ ასეთ სახლში მხოლოდ მოწვევით უნდა მიხვიდეთ.
  • ციფრი 7 – ინტელექტუალების და მეცნიერების ციფრი. ასეთ ბინაში ყოველთვის იპოვით განსახილველ თემას და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. ოჯახის წევრები კარიერაზე და პიროვნულ ზრდაზე კონცენტრირებულნი არიან.
  • იფრი 8 – ფულის უწყვეტი ნაკადის ციფრი. ამ ბინის ხალხი გამდიდრებით და ფულით შეპყრობილნი არიან. და მაინც, კარგად იციან, სად სჯობს ინვესტირება. ასეთი ბინა ხშირად მუზეუმს ან ანტიკვარულ მაღაზიას ჰგავს. საზოგადოებაში ლიდერული თვისებებით განთქმულნი არიან.
  • ციფრი 9 – სულიერების და განმანათლებლობის ციფრია. ამ ბინის მაცხოვრებლები ამქვეყნიური საზრუნავით თავს არ იწუხებენ. ჩვენი პატარა ძმების ზრუნვაზე ორიენტირებულნი არიან, ამიტომ მათი ბინა ცხოველებით სავსეა. ამ ბინის მფლობელი კულტურით და ხელოვნებით დაინტერესებულია. მზადაა დანაშაული აღიაროს და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს