არასოდეს აჩუქოთ ყვითელი ყვავილები საყვარელ ადამიანს. ამას საფუძვლიანი მიზეზი აქვს

0
426

ყვითელი ყვავილების თაიგული ყურადღებას იქცევს. ის ხომ კაშკაშა და ძალიან გაჯერებულია. ერთი შეხედვით, ასეთი თაიგულის ჩუქება სიხარულის მომტანი უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის ასე არაა. ყვითელი ყვავილების მიმართ ცრურწმენები არსებობს. Paparazzi გიამბობთ, რატომ არ უნდა აჩუქოთ ყვითელი ყვავილები საყვარელ ადამიანს.

ყვითელი ყვავილების თაიგული – დავიწყოთ იმით, საიდან მოდის ყვითელი ყვავილების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. სინამდვილეში, ყვითელი ხომ კარგი და სასიამოვნო ფერია, რომელიც მზესთან და სიხარულთან ასოცირდება. მაგალითად, ჩინეთში ყვითელი იმპერატორის ფერია. აღმოსავლეთში ეს ფერი ფუფუნების და კეთილშობილების სიმბოლოა. ევროპაში ბედნიერების და სიმდიდრის ნიშანი. სლავურ ქვეყნებში მამაკაცები ყვითელ თაიგულებს ჩუქნიდნენ ქალებს, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდნენ. ამის გამო განშორების ცრურწმენა გაჩნდა. ითვლება, რომ ყვითელი ყვავილების ჩუქება განშორებას მოასწავებს. არსებობს ცრურწმენა, რომ ასეთი ყვავილი საყვარელ ადამიანს არ უნდა აჩუქოთ. კარგად რომ ჩავუღრმავდეთ, მოძველებული ცრურწმენაა. თან საფუძველი არ აქვს.

თავად გადაწყვიტეთ, რომელ ნიშანს დაუჯერებთ. ასევე მისთვის, ვისაც თაიგულს ჩუქნით. თქვენთვის შეიძლება დიდებული ყვითელი ქრიზანთემას თაიგული იყოს, მისთვის – ცუდი ნიშანი. ასეთი უსიამოვნო მომენტები თავიდან რომ აიცილოთ, წინასწარ გაარკვიეთ. თუ ყვავილს ჩუქნით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, ყვითელ ყვავილებზე უარი თქვით. შემდეგ შეიძლება შურიანი გიწოდონ.

ჩვენი აზრით, ყვითელი ყვავილის თაიგული წარმატების სურვილია. იმედის და ოპტიმიზმის სიმბოლო ტყუილად არაა. დაბადების დღეზე, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევების დროს შეგიძლიათ აჩუქოთ. მაგალითად, ახალ თანამდებობის დანიშვნისას ან უნივერსიტეტის დამთავრებისას. ამ შემთხვევაში გონივრული იქნება. ტყუილად ხომ არ არსებობს ისეთი დიდებული ყვავილები, როგორიცაა ნარგიზი და მზესუმზირა. გირჩევთ ადამიანებს ნებისმიერი ფერის ყვავილი აჩუქოთ. მთავარია, რომ საჩუქრის მიმღები გაახაროს. ყვავილის ფერი ქალის სახელის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ამას ქალი დააფასებს.