მოხუცმა მიტოვებული წყალსატევი კოშკი შეიძინა. ახლა ამ სახლზე ათასობით ადამიანი ოცნებობს!

266

ბევრი ადამიანი ოცნებობს საცხოვრებელში, რომელიც საკუთარი გემოვნებითაა აშენებული და მოწყობილი. ჩვენი უმრავლესობისთვის კარგ ვარიანტად აღიქმება ბინა, კარგი რემონტით, ან კერძო სახლი.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანის კრეატიულ აზრებს ისინი ძალიან შორს მიჰყავს. ექსპერიმენტების მოყვარული ახალგაზრდა ოჯახები უპირატესობას ანიჭებენ ბორბლებიან სახლებში ცხოვრებას და მსოფლიოს შემოვლას ისე, რომ თავისი სახლის ზღურბლს არ გადააბიჯოს.

ეს სქელი, ბეტონის კედლებიანი წყალსატევი ქალაქ ჩელმსფორდიდან, ინგლისის ესექსის საგრაფოს ცენტრიდან, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. იგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1930-იან წლებში აშენდა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, კოშკი დანიშნულებისამებრ არ გამოყენებულა და თანდათან იშლებოდა. თუმცა, 2013 წელს შენობა 65 წლის ინჟინერმა, მაიკ ტომასმა შეიძინა.

მამაკაცმა შენობას 197 ათასი ფუნტი სტერლინგი დაახარჯა. კიდევ 250 ათასი რემონტს დასჭირდა, რომელიც მთელი ორი წელი გაგრძელდა.

სახხლის კონსტრუქციაზე იმუშავა მაიკის მიერ სპეციალურად შერჩეულმა გუნდმა. გარდა ამისა, მამაკაცს თავისი ქალიშვილი ელენა, სპეციალობით არქიტექტორი დაეხმარა.

ახლა ტომასს არაჩვეულებრივი ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა აქვს, რომელშიც დიდი სიამოვნებით ცხოვრობს. აქ სამი ნათელი და ძალიან ვრცელი საძინებელია.

სამზარეულო-მისაღებიდან კარი ტერასაზე გადის, რომლის მასშტაბიც ნამდვილად აღსანიშნავია.

ესეც იმავე ოთახის კიდევ ერთი რაკურსი.

ღია ტერასიდან შესანიშნავი ხედია. თანაც, აქ გეგმავენ ექსკურსიების მოწყობას, რომლის საფასურსაც ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ.

თანამედროვე, დახვეწილი სააბაზანო სიტყვებით შეფასებას არც საჭიროებს. ხაზების სიმკაცრე და სტერილური სითეთრე…

დღეს ტომასი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობა ადვილი არ ყოფილა. წლების განმავლობაში, ინჟინერი და მისი გუნდი უამრავ უჩვეულო მისიას წააწყდა. მიუხედავად ამისა, შედეგით ყველა კმაყოფილია.

თავისი შემოქმედების წყალობით, ტომასმა უკვე მრავალი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ისინი, პირველ რიგში, შენობის უჩვეულო დიზაინისთვის გადაეცა.

ხნიერი მამაკაცი ამტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება ოცნებობდა რაღაც მსგავსი სახლის აგებაზე. გარდა ამისა, ტომასის მშობლები, ბებია და ბაბუა ამ ადგილებიდან იყვნენ. აი, ამიტომაა კრეატიული ინჟინერი უკიდურესად კმაყოფილი მიღებული შედეგებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს