რამდენი უცნაური პაემანი გქონიათ ცხოვრებაში? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში პაემნებზე მომხდარ უხერხულ სიტუაციებს გაგიზიარებთ, რომელთა წაკითხვის შემდეგაც მიხვდებით, რომ თქვენი შეხვედრა, რომელსაც უცნაურად თვლით, სრულიად ნორმალური იყო.
1. ჩემი მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ერთ ლამაზ ბიჭს შევხვედროდი, მაგრამ როდესაც ეს ბიჭი ჩემთან მოვიდა, მას ჩემი გეი ძმა შეუყვარდა. ახლა ისინი ერთად არიან!
2. ერთხელ მანქანაში ბიჭთან ერთად ვიჯექი, მას ნაგვის გადაგდება უნდოდა. როდესაც ნაგვის პარკის აღებას ცდილობდა, მისი სვიტერი ჩემს ბრეკეტებს წამოედო და რღვევა დაიწყო. გასაკვირია, მაგრამ ასეთი რამის შემდეგ ისევ ერთად ვართ.
3. გაცნობის საიტზე ერთი ბიჭი გავიცანი. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით. ტაქსი გამოვიძახე, რადგან ქალაქის მეორე ბოლოში ვიყავი გასასვლელი. ადგილზე რომ მივედი, მივხვდი, რომ ტაქსის მძღოლი ჩემი რჩეული იყო.
4. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გოგო გაეცნო. ჩვენ ორმაგი პაემნის მოწყობაზე შევთანხმდით. მის შეყვარებულს თავისი მეგობარი უნდა მოეყვანა, მაგრამ ეს ლამაზმანი ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა.
5. ერთხელ ერთი ჩემი ნაცნობი გოგონა რესტორანში დავპატიჟე. წამოსვლისას მან დარჩენილი საჭმელი თან წაიღო, მაგრამ არა ძაღლისთვის, არამედ თავისი შეყვარებულისთვის.
6. შეყვარებულმა რესტორანში მიმიწვია. უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა. მან უპასუხა და თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, უთხრა: „ძვირფასო, დღეს ცოტა დამაგვიანდება“.
7. ვახშმობისას ჩემმა რჩეულმა რაღაც პატარა ნივთი ამოიღო და ყურების წმენდა დაიწყო.
8. ერთხელ ერთმა ბიჭმა პაემანზე მითხრა, რომ მას ჩემი თავი იესომ ურჩია, რომელიც მას არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაელაპარაკა. ამ ფრაზის შემდეგ “პუდრის წასასმელად” გავედი და სახლში გავიქეცი.
9. ერთხელ პაემანზე ისე წავედი, რომ გოგო ნანახი არ მყავდა. თურმე ერთი საათი უცნობ გოგოს ვესაუბრებოდი, რომელიც გვერდით მაგიდასთან იჯდა. მე მეგონა, რომ ეს ის გოგო იყო, ვისაც მე უნდა შევხვედროდი.
10. ერთხელ, როდესაც ჩემს შეყვარებულს შევხვდი, თურმე დედამისი ჩუმად გვითვალთვალებდა.
11. ბიჭმა პირველ პაემანზე მკითხა: ცხვირი როგორ გაიტეხე? მაგრამ საქმე ის იყო, რომ მე ცხვირი არასოდეს გამტეხია.
12. ერთხელ ერთ ბიჭს შევხვდი. 2 საათის მანძილზე ხმის ამოუღებლად ვსეირნობდით. როდესაც მასთან სახლში შევედით, მან მუშტით კედელი ჩაამტვრია და სიყვარული ამიხსნა.