ტოქსიკურ დაქალთან საუბრისას თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი სასიცოცხლო ენერგია დალიეს

0
153

ნეგატიური კომუნიკაცია ჩვენს ცხოვრებაზე დამღუპველად მოქმედებს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვინმესთან ურთიერთობის შემდეგ მორალურ დაღლილობას გრძნობთ. გილოცავთ, თქვენს წინაშე ენერგეტიკული ვამპირია! როგორც არ უნდა სცადოთ ტოქსიკური ადამიანებისგან თავის დაცვა, დროდადრო მათთან კონტაქტი მოგიწევთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენს წინაშე სწორედ ასეთი ადამიანია. Paparazzi გიამბობთ, რა ნიშნებს ფლობს ტოქსიკური ადამიანები და როგორ შეიძლება მათი კლასიფიკაცია.

ნეგატიური ურთიერთობა – ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაში სასიამოვნო არაფერია. თავიდან ფიქრობთ, რომ ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ მათთან ხშირი კონტაქტისას გრძნობთ, რომ ნეგატიურ ემოციებს ხშირად განიცდით. უარესს შემთხვევაში ხაფანგში აღმოჩნდებით, საიდანაც გამოსვლა ადვილი არაა.

ტოქსიკური ადამიანების ერთ–ერთი ნათელი წარმომადგენელია ნარცისტი. ეს პირობითი სახელია, რადგან ასეთი ტერმინი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში არსებობს. ყოველდღიურად მარტივად ვლინდება. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გაიცანით. თავიდან გეჩვენებათ, რომ მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. კარგად გამოიყურება და საუკეთესო თვისებებს ფლობს. გარდა ამისა, ბევრი სალაპარაკო გაქვთ და ამას ძალიან აფასებთ. ადამიანის საქციელი მასზე ბევრს ამბობს. ნარცისტი საკუთარ თავსა და პრობლემებზე ჩაციკლულია. ეგოისტია ამ თვისების უარეს გამოვლენაში. ასეთი ადამიანი სხვის გვერდით დარდსა და სიხარულში არასდროს იქნება. თანაგრძნობა არ გააჩნია. საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს. ეს ურთიერთობაში მალე ვლინდება. თუ არ გსურთ, რომ თავი დამცირებულად იგრძნობთ, მსგავს პიროვნებებთან კონტაქტს თავი აარიდეთ.

კიდევ ერთი უსიამოვნო ტიპი ენერგეტიკული ვამპირია. თითქოს ურთიერთობისას მთელ ძალას გართმევს. შემდეგ შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. ეს ადამიანი, პირიქით, უფრო ხალისიანი ხდება. ასეთი ადამიანები თავად ქმნიან პრობლემებს და მუდმივად ნეგატივზე კონცენტრირებულნი არიან. გარდა ამისა, შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ მტკივნეულ ადგილზე დაგაჭირონ და ნაკლოვანებები შეგახსენოთ. ენერგეტიკულ ვამპირს კარგად აღწერს ფრაზა: „სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარში დირეს ვერ ამჩნევს“.

ტოქსიკური ადამიანების სხვა ტიპები

  • კონტროლიორი. სახელი თავად ამბობს. თუ ასეთი ადამიანი გაიცანით, მის მანიაკალურ სურვილს გააკონტროლოს ყველაფერი მაშინვე შეამჩნევთ. თითქოს, რა არის ცუდი და როგორ შეიძლება თქვენ შეგეხოთ? ყველაფერი მარტივია. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადამიანი თქვენი კოლეგაა. ის ნებისმიერ პროექტში ცხვირს ჩაყოფს და თითოეული პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობას მიიღებს. მის გარეშე არც ერთი შეხვედრა არ ჩაივლის, თუნდაც იქ საქმე არ ჰქონდეს. ისე იქცევა, თითქოს მის გარეშე დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეგიძლია. ეს ძალიან უსიამოვნოა!
  • აბეზარი მატყუარა. საკუთარ სიცრუეში იმდენად ჩაიძირა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სხვებით მანიპულირებას მიჩვეულია. ახასიათებს გაზლაითინგი.
  • შურიანი. სხვისი მიღწევები და წარმატება არ უხარია. ყველა უბედურებაში ბედს ადანაშაულებს და თავს მსხვერპლად მიიჩნევს, როცა ასე არაა. სხვისი გრძნობების დაცინვა და მათი უბედურების დაკნინება ახასიათებთ.
  • ადამიანი დრამა. უყვარს ჭორაობა და იდუმალი აურის შექმნა. მის ცხოვრებაში პრობლემები შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას. მასთან ურთიერთობისას უხერხულობას იგრძნობთ. მსგავსი ტენდენციის დანახვა ყველას არ შეუძლია. ფრთხილად იყავით და შეურაცხყოფის უფლება არავის მისცეთ!