
კარგი მეგობარი მყავს. სალომე ჰქვია, სამი შვილი ჰყავს და ამიტომ უნიკალური ნიჭი განუვითარდა. ამქვეყნად ყველა ხრიკის შესახებ იცის. დედაა, რომელიც ყველაფერს ასწრებს და ყველაფერი იცის. მის გამოცდილებას სიამოვნებით ვითვისებ. ახლახანს მაჩვენა, როგორ გავაშრო თეთრეული სარეცხ მანქანაში. მას ქალიშვილის სასკოლო კაბის სასწრაფოდ გაშრობა სჭირდებოდა, ასე ამ ხრიკის შესახებ გაიგო. Paparazzi ამ საოცარ მეთოდს გიზიარებთ. ნებისმიერს შეიძლება გამოადგეს.
როგორ გავაშროთ თეთრეული – ხშირად ისე ხდება, რომ გარეცხეთ ნივთი, რომელიც ახლა გჭირდებათ. აი, მაისურის ჩაცმა გსურთ, მაგრამ ჯერ კიდევ სველია. გამათბობელზე გაშრობა არ ღირს. როგორ მოვიქცეთ? სწორედ ასეთი შემთხვევისთვის ჩემი მეგობრის რჩევა გამოგადგებათ. თეთრეულის გასაშრობად მხოლოდ სარეცხი მანქანა გჭირდებათ. უცნაურია, ასეა? ნებისმიერი სარეცხი მანქანა საშრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამის შესახებ ყველამ არ იცის.
გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ. დიდი და სქელი აბაზანის პირსახოცი აიღეთ. სუფთა და მშრალი უნდა იყოს. სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. არ დაახვიოთ, არამედ მაქსიმალურად გაშალეთ. შიგნით სველი სარეცხი ჩადეთ. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო დიდია პირსახოცი, მით უკეთ გაუმკლავდება ამოცანას. დიდი აბაზანის პირსახოცი გამოიყენეთ. ასე ნივთები ეფექტურად გაშრება.
სარეცხი მანქანა გაწურვის რეჟიმზე ჩართეთ. სასურველია, მაქსიმალურ ბრუნვაზე ჩართოთ. დანარჩენ საქმეს სარეცხი მანქანა გააკეთებს. როცა ტანსაცმელს მანქანიდან ამოიღებთ, ნახავთ, რომ თითქმის მშრალია. პირსახოცი წყლის დიდ ნაწილს იწოვს. მხოლოდ ცოტათი გაშრობა მოგიწევთ.
ზამთარში ან წვიმიან ამინდში ტანსაცმლის გასაშრობად კარგი მეთოდია. ბინაში ნივთების გაშრობა ხომ არასასურველია. ამ მეთოდით უფრო ეფექტურად გააშრობთ. ახლა იცით, როგორ გააშროთ სველი ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში. ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლო ხრიკი გამოგადგებათ, ცხოვრებაში ხომ სხვადასხვა შემთხვევები ხდება. მაგარია, როცა ჩვეული ნივთების უჩვეულოდ გამოყენება შეიძლება.