თუ შემხვედრი მანქანის მძღოლი ხელებს აჯვარედინებს, სასწრაფოდ ასე უნდა მოიქცეთ

0
8178

ბევრს არ ესმის, რომ მანქანის მართვა უკიდურესად საპასუხისმგებლო პროცესია. მძღოლის ნებისმიერი დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა ან აჩქარება გამოუსწორებელი შედეგით შეიძლება დასრულდეს. ნამდვილად გამოცდილი და მარჯვე მძღოლი რომ გახდეთ, წლებია საჭირო. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაიგოთ მძღოლის ჟესტები გზაზე. საგზაო მოძრაობის დამტკიცებული წესების გარდა არსებობს დაუწერელი კანონებიც, რომელთაც მძღოლები იცავენ. ამ არაფორმალური ენის გაგება კარგი იქნებოდა.

მძღოლების ჟესტები – აღსანიშნავია, რომ მძღოლის ნებისმიერი ჟესტი გონივრულად უნდა მიიღოთ. ეს მოქმედების პირდაპირი სახელმძღვანელო არაა, მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. შესაძლოა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილე ჟესტებით და სხვა სიგნალებით იმას არ გეუბნებათ, რაც გაიფიქრეთ. სხვის მითითებებს ბრმად ნუ მიჰყვვებით. არ იზარმაცოთ და საგზაო სიტუაცია თავად შეაფასეთ.

გადაჯვარედინებული ხელები – რას ნიშნავს, თუ შემხვედრი მანქანის მძღოლი საჭეს ხელს უშვებს და გადაჯვარედინებულ ხელებს გიჩვენებთ? ალბათ, ინტუიციურად მიხვდებით, რომ მას რაღაც საფრთხე ემუქრება. კონკრეტულად რა? ყველაზე ხშირად, წინ (საიდანაც შემხვედრი მანქანა მოდის) გავლა რთული ან უბრალოდ შეუძლებელია. სავარაუდოდ, დიდი ავარია მოხდა ან საცობია. გზა სხვა მიზეზითაც გადაკეტილი შეიძლება იყოს. გაითვალისწინეთ, რომ მოძრაობის სხვა გზით გაგრძელება მოგიწევთ. საინტერესოა, რომ მსგავსი ჟესტი შეიძლება გიჩვენონ, როცა ცალმხრივ გზაზე არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. ასეთ სერიოზულ შეცდომაზე ფეხით მოსიარულემაც შეიძლება განიშნოთ.

სხვა ჟესტები – თუ სხვა მანქანის მძღოლი ერთი ხელით წრიულ მოძრაობას გიჩვენებთ, ბორბლები სასწრაფოდ შეამოწმეთ. შესაძლოა, თქვენი მანქანის ერთ–ერთი ბორბალი დაეშვა ან რაღაც უსიამოვნება დაემართა. ზოგჯერ სხვა მანქანის მძღოლი თითით „პრობლემურ“ ბორბალზე მიგითითებთ. ამ შემთხვევაში ჟესტის გაგება უფრო მარტივია. თუ სხვა მძღოლი ჟესტით ღია კარზე მიგითითებთ, თქვენი კარი ცუდად დაკეტილია. ეს საწვავის ავზის ღია ხუფზე შეიძლება მიგანიშნებდეთ. ხელის ზევით და ქვევით მოძრაობა ღია საბარგულის ნიშანია.

საინტერესოა, რომ ზოგჯერ სატვირთო მანქანის მძღოლს, რომელსაც უკან ბორბლები ორმაგი აქვს, ფიგა (ცერა თითი საჩვენებელ და შუა თითებს შორის) შეიძლება უჩვენონ. ასეთი ჟესტი ნიშნავს, რომ ორმაგ ბორბლებს შორის ქვა ან სხვა საგანია გაჩხერილი. სიჩქარეზე შეიძლება ამოვარდეს და სხვა მანქანას დაარტყას. სწორედ ამიტომ, პირველივე შესაძლებლობაზე ფრთხილად უნდა ამოიღოს.

თუ სხვა მძღოლი თქვენს ყურადღებას იპყრობს და მუჭს რამდენჯერმე შლის და კრავს, 5 თითს გაჩვენებს, განიშნებთ, რომ თქვენი მანქანის მოხვევის ციმციმას ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, დაგავიწყდათ მისი ჩართვა ან გამორთვა, როცა წინა მანევრი შეასრულეთ და ეს მეზობელი მანქანის მძღოლს არ მოეწონა.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ცოდნით გზაზე უფრო თავდაჯერებული გახდებით. ახლა ზუსტად იცით, რას ამბობს სხვა მძღოლების ჟესტები.