რა საჭიროა ალუმინის ფოლგა სამზარეულოს კარადაში? ნერვების დაზოგვაში გვეხმარება. დანა–ჩანგლის უჯრაში ალუმინის ფოლგას უჩვეულო გამოყენება აქვს, რომლის გამოცნობა მარტივი არაა. Paparazzi გიზიარებთ უჩვეულო მეთოდს ფოლგის ბურთით. ამ მეთოდით თქვენი დანები ყოველთვის ბასრი დარჩება. ნამდვილად ეფექტურია.
ფოლგის ბურთი – გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, ვინც ფოლგას ყოველდღიურად არ იყენებს. იდეალურია საჭმლის შესანახად, ქურის ზედაპირის დამცავ ფენად, ღუმელში საკუთარი საბოლველის მოსაწყობად. ცოტამ თუ იცის, რომ ფოლგით დანის გალესვა შეიძლება. ამ მეთოდით არა მხოლოდ დანა, არამედ ნებისმიერი მჭრელი ობიექტი შეგიძლიათ გალესოთ. რა თქმა უნდა, ძველ დაბლაგვებულ, დაჟანგულ ან მოღუნულ დანას ვერ უშველის. არავინ ფიქრობს დანის ან მაკრატლის გალესვაზე, სანამ არ დაბლაგვდება. ეს მჭრელი საგნის გამოყენებაში მთავარი შეცდომაა. თუ ამ მეთოდს პრევენციისთვის გამოიყენებთ, ნაკლები ფიქრი მოგიწევთ იმაზე, როგორ დაუბრუნოთ დანას სიბასრე. დანა–ჩანგლის უჯრაში შენახული ფოლგის ბურთი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს.
როგორ გავლესოთ დანა ფოლგის ბურთით? – ყველაფერი მარტივია. აიღეთ ფოლგის პატარა ნაჭერი და რამდენჯერმე გადაკეცეთ. მინიმუმ 6 ფენა უნდა გამოვიდეს. დანის მკვეთრი ჩამოსმით ფოლგა 10-12 ზოლად დაჭერით. თუ მაკრატელს ლესავთ, უბრალოდ ფოლგა თხელ ზოლებად დაჭერით. ქაღალდის ფურცელზე შეამოწმეთ, რამდენად ბასრია დანა. თუ დანა საკმარისად ბასრი არაა, ფოლგით პროცედურა გაიმეორეთ. თუ დანის სიბასრე გაკმაყოფილებთ, თბილი წყლით გარეცხეთ, რომ ქაღალდის და ფოლგის ნარჩენები მოაშოროთ, და გააშრეთ. დანა გამოსაყენებლად მზადაა.
ალუმინის ფოლგის გამოყენების ასეთი მეთოდი ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ არა იდეალური. გამოგადგებათ მჭრელი საგნებისთვის, რომელთაც დაბლაგვება ახალი დაწყებული აქვთ. დიდი ხნის წინ დაბლაგვებულ, მექანიკური დაზიანების და დეფექტების მქონე დანებთან უძლურია. გახსოვდეთ, თავად ფოლგა დანას ვერ გალესავს. ეს მყარი აბრაზიული ფირია, რომელიც თავისი სიმყარით დანის პირს კაწრავს და ამრიგად მტვრის, ჭუჭყის და საკვების მიკროსკოპულ ნარჩენებს აშორებს. ამ მეთოდით სუფთა და მოწესრიგებული ხელსაწყოს შენარჩუნებას შეძლებთ.
რა თქმა უნდა, მჭრელი ხელსაწყოების ძველებური სიბასრის დასაბრუნებლად საუკეთესო მეთოდებია პროფესიონალური გალესვა ან სალესი ქვის გამოყენება, რომელიც სამზარეულოში ყველას უნდა ჰქონდეს. თუმცა პროფილაქტიკისთვის ფოლგის მეთოდიც გამოგადგებათ.