ქიმიის მოხუცმა მასწავლებელმა მასწავლა, როგორ გავწმინდო ქურის თუჯის გისოსები

0
5348

რომელ დიასახლისს არ მოსწევია გაზქურის გაწმენდა? ვინ არ შეჯახებია უსიამოვნებას, როცა ქურის თუჯის გისოსები პირვანდელ იერს კარგავს? სწორია, მხოლოდ მას, ვინც არაფერს ამზადებს. როგორც არ უნდა სცადოთ, ხან რძე იღვრება, ხან მაკარონის წყალი გადმოდის, ხან ტაფიდან ცხიმიანი ნაჭერი ვარდება. ქურის გასაწმენდად დრო ყოველთვის არ გვაქვს. შედეგად, ზედაპირულად ნაჩქარევად ვწმენდთ. რა უნდა ვთქვათ გისოსებზე, რომლებზეც ჭუჭყი გროვდება, მტვრის და ცხიმის ფენა იწვება? Paparazzi–მ იპოვა გამოსავალი, როგორ დაუბრუნოთ თუჯის გისოსებს სისუფთავე და სასიამოვნო იერი.

ქურის თუჯის გისოსები – ქურის გარეგნობის გასაახლებლად ახალი გისოსების ყიდვა აუცილებელი არაა. თუ ქურა პატარაა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს სწრაფი და ეფექტური მეთოდია, რომ გისოსები მაღალი ტემპერატურის პირობებში დაამუშავოთ. შემდეგ ნადებს მარტივად მოაშორებთ. აბრაზიული ღრუბლით მსუბუქად გახეხეთ და მთელი ჭუჭყი მოშორდება. მართალია, არსებობს ალბათობა, რომ შემდეგ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდაც მოგიწევთ.

თუ თქვენი ქურა დიდია და ჭურჭლის სარეცხი მანქანაც არ გაქვთ, არ იდარდოთ. გთავაზობთ უნივერსალურ მეთოდს, როგორ გაწმინდოთ ნებისმიერი ზომის თუჯის გისოსები.

დაგჭირდებათ:

  • 2–3 შეფუთვა საკვები სოდა. რაოდენობა გისოსების ზომასა და ჭუჭყის ხარისხზე დამოკიდებულია.
  • ბევრი ცხელი წყალი. სხვაგვარად გისოსებს ვერ გარეცხავთ.
  • რეზინის ხელთათმანები. კანის დაცვაზე იზრუნეთ.
  • ალუმინის ფოლგა. ბევრი გჭირდებათ, ამიტომ მოიმარაგეთ.
  • ლითონის ღრუბელი. მის გარეშე ჭუჭყს ვერ მოაშორებთ.
  • სამშენებლო შპატელი. არც ისე ჩვეული ხელსაწყოა, მაგრამ გამოგადგებათ.
  • ქაღალდის სტეპლერი. თუ არ გაქვთ, არ იდარდოთ. სკრეპი გამოიყენეთ ან უბრალოდ კუთხეები გადაკეცეთ.

თუჯის გისოსების გაწმენდა სახლის პირობებში – პირველ რიგში, ფოლგა და სტეპლერი დაგჭირდებათ. ფოლგა გაშალეთ და მასზე გისოსი დადეთ ისე, რომ ფოლგის კიდეს არ ეხებოდეს. იდეალურია, თუ კიდემდე თითოეული მხრიდან მინიმუმ 10 სმ დარჩება. ახლა კუთხეები აწიეთ ისე, რომ გვერდები მიიღოთ. სტეპლერით დააფიქსირეთ. იმპროვიზებული აბაზანა უნდა მიიღოთ. გისოსი ამოიღეთ და აბაზანაში კიდევ რამდენიმე ფოლგის ფენა ჩააფინეთ, რომ წყლის გაჟონვა არ დაუშვათ.

გისოსი აბაზანაში ჩადეთ და ზემოდან საკვები სოდა უხვად მოაყარეთ. ცხელი წყალი დაასხით ისე, რომ გისოსი მთლიანად დაიფაროს. გისოსი აბაზანაში ამოძრავეთ, რომ სოდის ხსნარი კარგად გაიხსნას. ასე 3 საათით გააჩერეთ. შემდეგ გისოსი ამოიღეთ, ცხელი წყალი გადაავლეთ და დარბილებული ჭუჭყი შპატელით მოაშორეთ. გაოცდებით, ისე მარტივად მოშორდება მთელი ნადები. სუფთა ღრუბლით მთელი გისოსი გაწმინდეთ, ჭუჭყის ნარჩენები მოაშორეთ. კიდევ ერთხელ წყალი გაავლეთ. იდეალური სისუფთავით ისიამოვნეთ. ამ მეთოდით ნებისმიერი ხარისხის ჭუჭყს გაუმკლავდებით.