რძალი დედამთილს სახლში არ უშვებს

0
324

ბარბარემ თავის დედამთილთან ურთიერთობა თავიდანვე ვერ ააწყო. ის უბრალოდ დამუნჯდა, როდესაც გოგონა პირველად დაინახა: ბარბარეს საკუთარი იმიჯი ახალი განახლებული ჰქონდა: თმა იისფრად ჰქონდა შეღებილი, პირსინგი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ რამდენიმე ნახვრეტი დაემატებინა მარცხენა ყურზე ახალი ბეჭედი-საყურეებისთვის.

ლექსომ მას უთხრა, რომ დედა გაფრთხილებული ჰყავდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცოლე რამდენადმე უჩვეულოდ გამოიყურებოდა და რომ ის ყოველთვის იქცევდა გარშემომყოფების ყურადღებას. ნანა კი ან უყურადღებოდ უსმენდა შვილს, ან უბრალოდ მისი არ სჯეროდა.

ბარბარესთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ნანა ისეთი გაოგნებული იყო, რომ გული წაუვიდა. ის თავისი შვილისთვის ასეთ საცოლეზე არ ოცნებობდა. ლექსო პატივსაცემი ახალგაზრდაა, კარგი სამსახურით და ძალიან კარგი ხელფასით. ის იმდენ მშვენიერ გოგონას მოსწონს, მას კი ეს მახინჯი შეუყვარდა! ასე ეძახდა ნანა თავის მომავალ რძალს. ბუნებრივია, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ მისი მშვენიერი შვილი ბარბარეზე დაქორწინებულიყო. თუმცა ვაჟმა დედამისს არ მოუსმინა.

ბარბარე და ლექსო დაქორწინდნენ და უკვე შვიდი წელია ერთად ცხოვრობენ. ისინი კარგად ცხოვრობენ: არ ჩხუბობენ, მხიარულად და საინტერესოდ ატარებენ დროს.ისინი ცხოვრობენ ბინაში, რომელიც ბარბარეს ბებიისგან ერგო მემკვიდრეობით.ამ ოროთახიან ბინაში ლექსომ კარგი რემონტი გააკეთა, ახალი ავეჯი და სანტექნიკა იყიდა. ბარბარეს ჯერ-ჯერობით შვილების გაჩენა არ სურს და ლექსოც არ აჩქარებს.დედამთილი კი ამ ფაქტით საშინლად აღშფოთებულია. ის თავის მეგობრებს ეუბნება:

  • წარმოგიდგენიათ, რა ხდება? რა იპოვა მან ამ მახინჯში? მას შვილების გაჩენაც კი არ უნდა! ლექსომ კი რემონტი გააკეთა მის ბინაში, ყველაფერი ახალი იყიდა! მე მას ვეკითხები, რატომ? შენ ხომ განქორწინების შემთხვევაში არაფერი შეგხვდება! ის კი მპასუხობს, რომ ცოლი უყვარს და განქორწინებას არ აპირებს. საზღვარგარეთ მიჰყავს ხოლმე, მისთვის ყველაფერს ყიდულობს! წარმოგიდგენიათ, როგორი რემონტი გააკეთა, რომ იძულებულები იყვნენ 4 თვის მანძილზე ნაქირავებ ბინაში ეცხოვრათ! მან ამ ბინას ძალიან დიდი თანხა დაახარჯა!

დაქალები კი ნანას პასუხობენ:

  • წადი მათ სახლში და ნახე როგორ ცხოვრობს შენი შვილი!
  • როგორ წავიდე, როდესაც არ მეპატიჟებიან? – პასუხობს დედამთილი.

ამის შემდეგ ნანამ თავისი ბიჭი შეაწუხა კითხვებით, თუ რატომ არ ეპატიჟებოდნენ ისინი მას სტუმრად?ლექსომ გულწრფელად უპასუხა, რომ ბარბარეს არ სურდა საკუთარ სახლში თავისი დედამთილის ნახვა. ამასთანავე, ლექსო თვლის, რომ ბარბარე მართალია, რადგან ნანა რძალს ძალიან ცუდად ექცევა. ლექსომ დედამისს უთხრა:

  • დედა, შენც გაუგე ბარბარეს. ისურვებდი საკუთარ სახლში ისეთი ადამიანის ნახვას, რომელიც ძალიან ცუდად გექცევა? რა თქმა უნდა, არა. ბარბარეს ცუდად ექცევი, ამიტომ მას არ სურს, რომ თავის ბინაში გიხილოს. მან ზუსტად ასე მითხრა: დედაშენს ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდი, მისი ფეხი ჩვენს ბინაში არ იქნებაო. შენ მისთვის სახელითაც კი არ მიგიმართავს არასოდეს.

ნანამ კი ისევ თავის დაქალებს შესჩივლა:

  • ეს ნამდვილად საშინელებაა: ლექსო ყველაფერში მას უჯერებს და ამიტომაც არ მეპატიჟება სტუმრად. იმ მახინჯს არ სურს საკუთარ სახლში იმ ადამიანების ნახვა, ვისაც ის არ უყვარს. ჩემი შვილი ნამდვილი ჩვარია. ის ცოლს ნებას რთავს, რომ მასზე ფეხები გაიწმინდოს.

ნანას აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, მისი მეგობრები კი მას ეთანხმებიან.