კაკლის ზეთი – შესანიშნავი წამალია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს კურნავს.

1142

ბერძნული კაკლის ზეთს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაკლის ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოლოგიური დაავადებების რისკს შუა ხნის ასაკის ადამიანებში; ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას რადიაციული გამოსხივების მიმართ, გამოდევნის ორგანიზმიდან რადიონუკლიდებს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე, იგი აქტიურად მონაწილეობს ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ღვიძლის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.

მამაკაცებისთვის: კაკლის ზეთი აღადგენს დაქვეითებულ პოტენციას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და დადებითად მოქმედებს სპერმის გამომუშავებაზე.

იგი უძლიერესი აფროდიზიაკი (ასტიმულირებს სქესობრივ აქტივობას) და შესანიშნავი ანტიოქსიდანტია(ახანგრძლივებს ახალგაზრდობას), აძლიერებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც მამაკაცის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

ქალებისთვის: კაკლის ზეთი არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, აღადგენს ძალებს გადაღლილობის დროს, ხელს უწყობს გახდომასა და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.

ზეთის მომზადება

კაკლის ზეთი იყიდება, თუმცა მისი მომზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება: 1 ჭიქა კარგად დაქუცმაცებულ კაკალს დაასხით 1 ლ მზესუმზირის ზეთი და დააყენეთ 2 კვირით ბნელ ადგილას, პერიოდულად ანჯღრიეთ ბოთლი. შეინახეთ შუშის ბოთლში.

კაკლის ზეთს შინაგანად იღებენ დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. არაფერი დააყოლოთ.

გონებრივი განვითარებისა და კარგი ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობისთვის, ბავშვებს მიეცით:

  • 1-3 წლის ასაკში 3-5 წვეთი დღეში;
  • 3-6 წლის ასაკში – 5-10;
  • 6-10 წლის ასაკში – თითო ყავის კოვზი;
  • 10-14 წლის ასაკში – თითო ჩ.კ. დღეში ერთხელ, დილაობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე(წყალი არ დააყოლოთ).

ღამით მიღებული 15-20 მლ ბერძნული კაკლის ზეთი გაწმენდს ღვიძლს და ადინებს ნაღველს, აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს და აღკვეთს ჩიყვის წარმოქმნას, სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თირკმლების პრობლემების დროს.

კურნავს კანის დაავადებებს, ეკზემას, ფსორიაზს, ფურუნკულოზს, ვარიკოზს, ახორცებს ჭრილობებს, წყლულებს, იცავს ორგანიზმს კანცეროგენების მავნე ზემოქმედებისგან.

თუ კანზე ამ ზეთს წაისვამთ, სისხლძარღვებს გააძლიერებთ, ხოლო კანი გაახალგაზრდავდება და ხავერდოვანი გახდება.

ბერძნული კაკლის გამოყენების ჩვენებებია: ქრონიკული ართრიტი, ჭრილობები, დამწვრობები, წყლულები და კანის სხვა პრობლემები, ქრონიკული კოლიტები, რომელსაც ყაბზობა ახლავს, მძიმე ოპერაციებისა და ტრავმების შემდეგ, აღმდგენი მკურნალობა, ნაწლავებისა და კუჭის წყლულოვანი დაავადება.

ბერძნული კაკლის ზეთი ცხიმგროვის წინააღმდეგ

ცხიმგროვის გასაწოვად, დაიფინეთ მასზე ბერძნული კაკლის ფოთლებზე დამზადებული ზეთი. ჩვეულებრივ, მას დილის 11 საათამდე ამზადებენ. ამის შემდეგ, ერთი საათი გააჩერეთ ჩრდილში, მერე კარგად დანაყეთ, ჩაალაგეთ შუშის ქილაში და დაასხით რაფინირებული ზეთი 1:2 პროპორციით. დადგით ბნელ ადგილას 3 კვირით, პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით, შემდეგ გაფილტრეთ მარლაში და კარგად დაწურეთ.

დაასველეთ ზეთით ოთხად დაკეცილი ბინტი და დაიდეთ კომპრესის სახით ცხიმგროვაზე. დაიფარეთ თხელი პოლიეთილენის პაკეტი და დაიმაგრეთ სანტავიკით. ყოველდღე გამოცვალეთ სახვევი. მკურნალობის კურსი ერთთვიანია. ამავე საშუალებით მკურნალობენ ფურუნკულებსა და დამწვრობის წყლულებს.

უკუჩვენებები

ყურადღება! კაკლის მოხმარება არ შეიძლება მათთვის, ვისაც თხილსა და ცილაზე ალერგია, კუჭის მოუნელებლობა ან ნაწლავის გაღიზიანება, სისხლის მომატებული შედედებადობა აქვს. კბილები გამოყენებისთანავე კბილის პასტით უნდა გაიხეხოთ, ემალი რომ არ დაზიანდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს